Thumbnail

ნახეთ: კომპანია Vertical Aerospace მფრინავი ტაქსების წარმოებას იწყებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრაიტონში დაფუძნებული სტარტაპი Vertical Aerospace ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი, ელექტროძრავზე მომუშავე ტაქსების წარმოებას იწყებს. პირველი პროტოტიპის VA-1X დიზაინი კომპანიამ უკვე წარადგინა. ვარაუდობენ, რომ კომერციული საფრენი აპარატი მგზავრებს 2024 წლიდან მოემსახურება.

ნახეთ: იაპონიაში Skydrive-ის მფრინავი მანქანა წარმატებით გამოცადეს

Vertical Aerospace-ის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი საფრენი აპარატი პილოტსა და ოთხ მგზავრს გადაიყვანს. ტაქსიში ჩასხდომასა და მის დატოვებას მომხმარებლები ვერტიკალურად მოძრავი კარით შეძლებენ. სალონში ისინი ერთმანეთის პირისპირ განლაგებულ სკამებზე მოთავსდებიან, ბარგს კი სპეციალურ სათავსოში შეინახავენ. მფრინავი ტაქსის კორპუსზე არსებული დიდი ფანჯრებიდან მგზავრები ხედებით დატკბობას შეძლებენ, საფრენი აპარატის გადაადგილებას კი თვალს სალონში დამონტაჟებულ მონიტორზე მიადევნებენ. ტაქსით სარგებლობის დროს სმარტონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვაც იქნება შესაძლებელი.

VA-1X

ფოტო: Vertical Aerospace

VA-1X

ფოტო: Vertical Aerospace

VA-1X

ფოტო: Vertical Aerospace

VA-1X

ფოტო: Vertical Aerospace

Vertical Aerospace-ში აცხადებენ, რომ VA-1X, რომლის ფრთების გაშლის სიგრძე 15 მეტრია, აფრენისა და დაშვებისთვის ვერტმფრენებისთვის განკუთვნილ მოედანს გამოიყენებს და მათთან შედარებით 30-ჯერ ნაკლებ ხმაურს გამოსცემს. ელემენტის ერთჯერადი დამუხტვის შემდეგ ის საათში 240 კილომეტრი სიჩქარით 160 კილომეტრს დაფარავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონიდან ბრაიტონამდე მგზავრობა სულ რაღაც ნახევარ საათს გასტანს. აღსანიშნავია, რომ ამავე მანძილზე გადასაადგილებლად ავტომანქანით ორი, ხოლო მატარებლით ერთ საათია საჭირო.

ნახეთ: იაპონელები 2023 წლიდან მფრინავი მანქანებით ისარგებლებენ

მფრინავი ტაქსის პროტოტიპს დიდ ბრიტანეთში 2021 წელს დაამზადებენ, მისი გამოცდის შემდეგ კი, სავარაუდოდ 2023-2024 წლებში, VA-1X-ის კომერციული მოდელების წარმოება დაიწყება. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან (EASA) ფრენის ლიცენზიას მიიღებენ და მგზავრების გადაყვანას 2024 წლიდან შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები