Thumbnail

დღის ფოტო: მყინვარი ლოს გლასიარესის ეროვნულ პარკში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

არგენტინაში, სანტა კრუზის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლოს გლასიარესის ეროვნული პარკი 600 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული. იუნესკოს მიერ 1981 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი დაცული ტერიტორიის თითქმის ნახევარს ყინულის მასა ფარავს, რომელიც 47 დიდი ზომის მყინვარს აერთიანებს.

მათგან ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქალაქ ელ კალაფატედან 78 კილომეტრით დაშორებული, პერიტო მორენოს სახელით ცნობილი მყინვარი მიიჩნევა. ის ლაგო არხენტინოს ტბაშია განლაგებული და დინამიკურობით გამოირჩევა. 250 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე მყინვარი პერიოდულად უკან იხევს, გარკვეული დროის შემდეგ კი თავდაპირველ ადგილმდებარეობას უბრუნდება. ეს ბუნებრივი ციკლი საკმაოდ იშვიათად, ერთიდან ათ წლამდე შუალედით მეორდება და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.

პერიტო მორენოს მყინვარი

ფოტო: civitalis

პერიტო მორენოს მყინვარი

ფოტო: civitalis

პერიტო მორენოს მყინვარი

ფოტო: nomadasaurus

კომენტარები

ბოლო ამბები