Thumbnail

Samsung 16-გიგაბიტიანი LPDDR5 ჩიპების მასობრივ წარმოებას იწყებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთკორეული კორპორაცია Samsung სმარტფონებისთვის 16-გიგაბიტი მოცულობის მქონე, LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების ჩიპების ფართომასშტაბიან წარმოებას იწყებს.

ნახეთ: Samsung-მა აშშ-ის არმიისთვის სამხედრო სმარტფონი გამოუშვა

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ინოვაციური პროდუქტი ფლაგმან მობილურ ტელეფონებში დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოყენებად მეხსიერების ჩიპებზე ბევრად სწრაფია. 16GB პაკეტში შეკვრისას, ის წამში 6,400 მეგაბიტი ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფს, რისი მეშვეობითაც მომხმარებლებს 5 გიგაბაიტი მოცულობის 10 ფილმის ჩამოტვირთვა სულ რაღაც ერთ წამში შეეძლებათ.

LPDDR5 ტიპის ჩიპები ქალაქ ფიონტეკში აშენებულ ახალ ქარხანაში დამზადდება. ფოტო: Samsung

აღსანიშნავია ისიც, რომ Samsung-ის ახალი პროდუქტი თავის წინამორბედებზე 30 პროცენტით თხელია, შესაბამისად, მისი ჩადება როგორც სტანდარტულ, ასევე დასაკეც სმარტფონებში იქნება შესაძლებელი. ჩიპის მეშვეობით ახალი თაობის მობილური მოწყობილობების მფლობელები 5G ტექნოლოგიის შესაძლებლობებით სრულფასოვნად სარგებლობას შეძლებენ.

ნახეთ: Samsung-მა ახალი სმარტფონები და სხვა მოწყობილობები წარადგინა

Samsung-მა პროდუქტის გამოსაშვებად საჭირო საწარმოო ხაზი სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონტეკში ააგო. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, 128,900-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ქარხანაში 16-გიგაბიტი მოცულობის ჩიპები მოწინავე ტექნოლოგიით დამზადდება, რომელიც სილიკონის ბაზაზე სქემების ამოსაჭრელად ზეულტრაიისფერი გამოსხივებისა (EUV) და სინათლისადმი მგრძნობიარე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები