Thumbnail

ნახეთ: ციმბირში 50-მეტრიანი ღრმული გაჩნდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ციმბირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე იამალის ნახევარკუნძულზე გაყინული ნიადაგის ლღვობის შედეგად მის ქვეშ დაგროვებულმა მეთანმა ზედაპირზე ამოხეთქა და 50-მეტრიანი ღრმული გააჩინა. სპეციალისტები მომხდარის გამომწვევ მიზეზად ბოლო დროს რეგიონში დაფიქსირებულ უჩვეულო სითბოს ასახელებენ.

ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

რუსეთის ტუნდრაში გაჩენილი უზარმაზარი ბუნებრივი კრატერი პირველად ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლებმა სრულიად შემთხვევით, მის თავზე გადაფრენისას შენიშნეს. საინფორმაციო სააგენტოს The Siberian Times ცნობით, ამ მოვლენის შესასწავლად მისულმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიადაგისა და ყინულის დიდი ზომის ფრაგმენტები ეპიცენტრიდან ასობით მეტრის მანძილზე იყო მიმოფანტული.

იამალის ნახევარკუნძულზე გაჩენილი ღრმული

ფოტო: The Siberian Times

იამალის ნახევარკუნძულზე გაჩენილი ღრმული

ფოტო: The Siberian Times

აღნიშნული ფენომენი გეოლოგიაში ჰიდროლაკოლითის სახელითაა ცნობილი. ასე ეწოდება ბუნებრივი წარმოშობის კრატერს, რომელიც არქტიკაში მრავალი წლის განმავლობაში გაყინული და გამყარებული ქანების ლღვობისას მიწაში წარმოქმნილი აირის გამოთავისუფლების შედეგად ჩნდება. მსგავსი რამ ჩრდილოეთ ციმბირში პირველად 2014 წელს, რამდენიმე ცხელი ზაფხულის შემდეგ დააფიქსირეს. ამ რეგიონში სულ 17 ამგვარი კრატერი ცნობილი, მათგან უკანასკნელი განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩევა.

ამ რუკით გაიგებთ, რა იყო თქვენი ქალაქის ადგილზე მილიონობით წლის წინ

სპეციალისტები შიშობენ, რომ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებამ, შესაძლოა, გაყინული ნიადაგის ლღვობის მასშტაბები გაზრდოს და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანის დაგროვებასთან ერთად, იქ არსებული მიძინებული ვირუსებიც გამოაცოცხლოს, რაც გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის მომტანი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები