Thumbnail

ნახეთ: Lucid Motors-ის ელექტრომობილმა სისწრაფით Tesla-ს მანქანებს გაუსწრო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Lucid Motors-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მიერ გამოშვებულმა ახალმა, პრემიუმ კლასის ელექტრომობილმა Lucid Air ტესტირების დროს Tesla-ს ავტომობილს Model S სისწრაფით აჯობა. მილის მეოთხედი (402 მეტრი) დისტანციის დაფარვა მანქანამ 9.9 წამში შეძლო, რაც კონკურენტი კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრომობილის მიერ ნაჩვენებ შედეგზე 0.7 წამით ნაკლებია.

► ნახეთ: Ford-მა ელექტრომობილი Mustang Cobra Jet 1400 გამოცადა

Lucid Air ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა საერთო სიმძლავრე 400 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა 2.5 წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია. მილის მეოთხედი დისტანციის 9.9 წამში დაფარვით ელექტრომობილმა, Tesla Model S-თან ერთად, 2020 წელს გამოშვებულ Porsche Taycan Turbo S-საც 0.6 წამით აჯობა. 

 

Lucid Motors-ის მიერ შექმნილი ახალი ელექტრომობილი მთავარ კონკურენტს პირველობას არც ელემენტის სიმძლავრისა და ტევადობის თვალსაზრისით უთმობს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Lucid Air-ს 130 კვტ/სთ-მდე ტევადობის მქონე ელემენტის ერთი დამუხტვით 832 კილომეტრის გავლა შეუძლია. Tesla Model S კი, რომელსაც საათში 100 კილოვატი ენერგია მიეწოდება, მხოლოდ 647 კილომეტრ მანძილს ფარავს.

ნახეთ: Tesla შანხაის ქარხანაში Model 3-ის წარმოების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

ორი ამერიკული ავტომწარმოებლის პროდუქციას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. მომხმარებელთა ფართო ფენაზე გათვლილი პრემიუმ კლასის ელექტრომობილების სეგმენტში Lucid Air ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი Model S-ის მთავარი კონკურენტია. Lucid Motors ახალი მანქანას საზოგადოებას 9 სექტემბერს წარუდგენს. 60-დან 100 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების მქონე მანქანა მსურველებისთვის 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები