Thumbnail

დღის ფოტო: მზის დეტალური გამოსახულება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ესპანეთში, კანარის კუნძულებზე მდებარე ტეიდეს ობსერვატორიაში განლაგებულმა ტელესკოპმა, რომელიც GREGOR-ის სახელითაა ცნობილი, მზის მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათები გადაიღო. ასტრონომიულმა ხელსაწყომ ვარსკვლავის დეტალური გამოსახულების დაფიქსირება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფუნქციების წყალობით შეძლო.

ტელესკოპის განახლებას ერთი წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში მეცნიერებმა მისი მექანიკური, ელექტრონული და ოპტიკური მახასიათებლები მაქსიმალურად დახვეწეს. შედეგად, GREGOR ჩვენი პლანეტური სისტემის ცენტრში მდებარე უზარმაზარი, 1.4 მილიონი კილომეტრი დიამეტრის მქონე ვარსკვლავის 50-კილომეტრიანი ზედაპირის გადაღებას საუკეთესო ხარისხით უზრუნველყოფს. შედარებისთვის, ეს იგივეა, რაც ფეხბურთის მოედანზე დაგდებული ნემსის 1 კილომეტრი სიმაღლიდან იდეალური სიზუსტით დანახვა.

მზის დეტალური ფოტოსურათები

ფოტო: KIS

მზის დეტალური ფოტოსურათები

ფოტო: KIS

კომენტარები

ბოლო ამბები