Thumbnail

ნახეთ: სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სან ფრანცისკოს გარემო ნარინჯისფრად შეიღება. მედიასა და სოციალურ ქსელებში პოსტაპოკალიპტური პეიზაჟების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალას ვრცელდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მშობლიურ ქალაქს პლანეტა მარსს ადარებს, ზოგს კი თავი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის Blade Runner პერსონაჟად წარმოუდგენია.

უჩვეულო მოვლენა კალიფორნიის ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. ძლიერმა ქარმა კვამლის მასიური ღრუბელი სან ფრანცისკოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაავრცელა, რამდენიმე ადგილი კი ფერფლმა დაფარა. გამთენიისას მზის სხივებმა კვამლის სქელ ფენაში ვერ შეაღწია, რის გამოც დღისთვის უჩვეულო სიბნელე ჩამოწვა და ქალაქს ნარინჯისფერი დაედო.

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: SFGate

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: AFP

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: AFP

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: Zneha

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: Beth LaBerge

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: Stephen Lam

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: Eric Risberg

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: Zneha

სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ფოტო: USA Today

მეტეოროლოგთა განცხადებით, სან ფრანცისკოს მოსახლეობა მზის შუქს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იხილავს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი მოქალაქეებს სახლში დარჩენის, კარ-ფანჯრის დახურვისა და კონდიცირების სისტემების აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

კალიფორნიის შტატი ცხელი კლიმატით გამოირჩევა. მიმდინარე წლის აგვისტოში იქ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 54.4°C დაფიქსირდა. ექსტრემალურმა სიცხემ ხანძრის ათასობით კერა წარმოქმნა, რის შედეგადაც მილიონ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. არსებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი. კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ცეცხლის ჩასაქრობად კი 14 ათასზე მეტი მეხანძრე იბრძვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები