Thumbnail

ნახეთ: ბრაზილიელმა სერფერმა ქალმა გინესის რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბრაზილიელი სერფერი, მაია გაბეირა პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მდებარე პლაჟ პრაია დო ნორტესთან წარმოქმნილ 22.4-მეტრიან ტალღაზე ჩამოსრიალდა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებისთვის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში უკვე მეორედ მოხვდა.

ნახეთ: 99 წლის მფრინავმა ქალმა გინესის ორი რეკორდი დაამყარა

ტალღის სიმაღლე სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტსა და სან დიეგოში მდებარე სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა გაზომა. აღმოჩნდა, რომ გაბეირამ მის მიერვე 2018 წელს დაფიქსირებული შედეგი, რომლისთვისაც ის გინესის რეკორდების წიგნში პირველად შეიყვანეს, 1.7 მეტრით გააუმჯობესა.

ბრაზილიელი სერფერი, მაია გაბეირა გინესის ორი მსოფლიო რეკორდის მფლობელია.

33 წლის მაია გაბეირა სერფინგს 14 წლის ასაკიდან მისდევს. 2013 წელს მის პროფესიულ კარიერას საფრთხე უბედურმა შემთხვევამ შეუქმნა. 22-მეტრიანი ტალღიდან ჩამოვარდნის შემდეგ, სპორტსმენმა ფეხი მოიტეხა და წყალში გონება დაკარგა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. თუმცა, მაია მომხდარს არ შეუშინდა და ტალღებზე სრიალი განაგრძო, რის შედეგადაც ის უკვე გინესის ორგზის რეკორდსმენია.

გაბეირო სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მოღვაწე საუკეთესო სპორტსმენი ქალისთვის დაწესებული არაერთ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. სერფინგის მსოფლიო ლიგამ კი ბრაზილიელი 2020 წლის საუკეთესო სერფერად დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები