Thumbnail

ნახეთ: 62 წლის პითონმა კვერცხები მამრის გარეშე დადო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის მისურის შტატში მდებარე სენტ ლუისის ზოოპარკში 62 წლის სამეფო პითონმა კვერცხები მამრის გარეშე დადო. დაწესებულების თანამშრომელთა განცხადებით, მახრჩობელასებრთა ოჯახის მხცოვან წარმომადგენელს სულ ცოტა 15 წელია, რაც საპირისპირო სქესის ქვეწარმავალთან ურთიერთობა არ ჰქონია.

ნახეთ: ფლორიდაში გველებზე მონადირემ გიგანტური პითონი დაიჭირა

უჩვეულო მოვლენას ზოოლოგები ორი სავარაუდო მიზეზით ხსნიან. პირველის მიხედვით, პითონმა სპერმა რეპროდუქტიულ ტრაქტში შემოინახა და ბევრი წლის შემდეგ, გამრავლებისთვის ხელსაყრელ დროს გამოიყენა. მეორე მოსაზრების თანახმად კი, შემთხვევა პართენოგენეზს უკავშირდება, რომლის დროსაც კვერცხუჯრედი მამრთან შეწყვილების გარეშე ნაყოფიერდება. ეს თავისებურება მწერებსა და მცენარეებთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხერხემლიანებს, მათ შორის ხვლიკებს, გველებს, ზვიგენებს, თევზებსა და ფრინველებს ახასიათებთ.

ფოტო: St. Louis Zoo

ფოტო: St. Louis Zoo

ფოტო: St. Louis Zoo

ფოტო: St. Louis Zoo

ზოოპარკის თანამშრომლებმა სამეფო პითონის მიერ დადებული შვიდი კვერცხიდან ორი დნმ-ის ანალიზისთვის აიღეს, სამი ინკუბატორშია მოთავსებული, ორი კი დაზიანდა და ემბრიონებმა განვითარება შეწყვიტეს. მომვლელთა განცხადებით, გველის წიწილების გამოჩეკვას ოქტომბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ. რაც შეეხება დნმ-ის ანალიზის პასუხს, ის ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი საშუალებით ცნობილი გახდება, როგორ შეძლო განაყოფიერება მარტოხელა მხცოვანმა ქვეწარმავალმა.

ნახეთ: ვეტერინარებმა პითონიდან უზარმაზარი პირსახოცი ამოიღეს

მდედრი სამეფო პითონი სენტ ლუისის ზოოპარკში 1961 წელს სამი წლის ასაკში მიიყვანეს. მას სახელი არ აქვს და ნომრით 361003 მოიხსენიებენ. ამ სახეობის ქვეწარმავლებში რეპროდუქციის ასაკი 60 წელზე გაცილებით ადრე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე ხნიერი გველია, რომელსაც ტყვეობაში კვერცხები დაუდია.

კომენტარები

ბოლო ამბები