Thumbnail

ნახეთ: ინდონეზიაში პირბადის ტარების მოწინააღმდეგეებს ორიგინალურად სჯიან

ინდონეზიის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ იავაზე მათთვის, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს პირბადის ტარებაზე უარს აცხადებს, განსაკუთრებული სასჯელი მოიფიქრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი რვა მოქალაქე COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანებისთვის საფლავების გასათხრელად გაამწესეს.

ქვიზი: რომელ ქვეყანაში მოქმედებს ეს უცნაური კანონი?

საჯარო თავშეყრის ადგილებში დამცავი ნიღბის ტარების შესახებ სავალდებულო რეგულაცია ინდონეზიაში მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა. მისი დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა გათვალისწინებული, თუმცა აღმოსავლეთ იავის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ქუჩების დასუფთავება და სკოლების დალაგება ზედმეტად ლმობიერი სასჯელი იქნებოდა მათთვის, ვინც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ წესებს არ ემორჩილება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მიერ მოფიქრებული სადამსჯელო ღონისძიება, COVID-19-ის პრევენციასთან ერთად, მესაფლავეთა დეფიციტის აღმოფხვრასაც ემსახურება.

ფოტო: The Jakarta Post

ფოტო: Getty Images

ფოტო: thakoni.com


აღსანიშნავია, რომ დასჯილ მოქალაქეებს მხოლოდ საფლავების ამოთხრა დაევალათ. კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრების დამარხვაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სამართალდამცველებმა თითოეულ მათგანს ნიჩაბთან ერთად დამცავი ნიღაბიც გადასცეს.

პანდემიის მართვის თვალსაზრისით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის ინდონეზიაში ყველაზე არასახარბიელო ვითარებაა. COVID-19-ის პრევენციისკენ მიმართული მკაცრი რეგულაციები იქ მაშინ მიიღეს, როდესაც ამ დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 ათასს მიაღწია. უკანასკნელი მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი უკვე 9 ათასს აღემატება. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ხელისუფლება იძულებულია, არასტანდარტულ ზომებსაც მიმართოს. მაგალითად, ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში მოქალაქეთა შორის სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად პოლიცია ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები