Thumbnail

ევროპაბეთის N Card - პირველი ბარათი სათამაშო ბიზნესში EMV ჩიპით

"ევროპაბეთის" მომხმარებლები სექტემბრიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით სარგებლობენ. საქართველოში პირველად, თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტითაა დაცული, EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი აქვს. მისი მეშვეობით მომხმარებელი მოგებულ თანხას კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად იღებს.

EMV სტანდარტი კომპანიებმა EUROPAY, Master Card და VISA შექმნეს და ეს აბრევიატურაც მათი სახელწოდებების პირველი ასოებისგანაა შედგენილი. ტექნოლოგია საბანკო სექტორშია აპრობირებული, სათამაშო ბიზნესში კი "ევროპაბეთის" N Card პირველი ბარათია, რომელიც ფუნქციურად ბანკის ბარათების იდენტურია.

"საქართველოში ჩვენი პროდუქტი ინოვაციურია, როგორც აზარტული თამაშებისთვის, ასევე ზოგადად გადახდების თვალსაზრისით. ადგილობრივ ბაზარზე N Card პირველი ბარათია, რომელიც EMV სტანდარტითაა შექმნილი და NFC - უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რაც მას ფუნქციურად საბანკო ბარათთან ათანაბრებს. ამ უკანასკნელთან შედარებით მისი უპირატესობა კი ის არის, რომ განხორციელებული ტრანზაქციები საბანკო ამონაწერში არ ჩანს", - აცხადებს ბარათების მწარმოებელი და "ევროპაბეთისთვის" სერვისის მომწოდებელი კომპანია "ნეოლეთის" დირექტორი, შალვა ჭელიძე. 

NFC ტექნოლოგია, იგივე Near Field Communication ორ მოწყობილობას შორის მოკლე მანძილზე მონაცემთა გაცვლის უსადენო მეთოდია. NFC ჩიპით აღჭურვილი პლასტიკური ბარათი გზავნის დაშიფრულ მონაცემებს მიმღებთან მხოლოდ მიახლოვებით, ისე, რომ ტერმინალში მისი მოთავსება საჭირო არ არის. ჩიპის დახმარებით კი, მაგნიტურზოლიანი ბარათებისგან განსხვავებით, მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არის დაცული.

ბარათზე თანხის შეტანის დროს მომხმარებელს შეზღუდვა არ აქვს, ხოლო განაღდების ლიმიტები იგივეა, რაც სხვა ფართოდ გავრცელებული საბანკო ბარათების შემთხვევაში. N Card-ით მომხმარებლები უკვე წლებია სარგებლობენ მისი მთავარი უპირატესობების გამო:

  • დაფარული არხი - N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციებ არ ჩანს საბანკო ამონაწერში
  • ბანკომატიდან განაღდება - თანხის გატანა შესაძლებელია "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" ბანკომატებიდან
  • ტერმინალით გადახდა - N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" ტერმინალებზე
  • მოგების მომენტალური მოხსნა - "ევროპაბეთის" ბალანსიდან თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მომენტალურად

"ევროპაბეთის" სტრატეგია ქართულ ბაზარზე ევროპული სტანდარტის შემოტანაა. ბარათი EMV ჩიპით - დახურული არხით მოგების გასანაღდებლად რევოლუციური სიახლეა სათამაშო ბიზნესში. ჩვენი ბარათი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას და წარმოადგენს საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათების ანალოგიურ დაცულ გადახდის ინსტრუმენტს, რაც, პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლისთვის გარანტირებული უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება", - აცხადებს "ევროპაბეთის" მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

N Card-ის აღება უფასოა. ამისთვის მოლებში N Card-ის ექსპრეს დახლებს ან "ნეოლეთის" ფილიალებს უნდა მიმართოთ. ბარათის ასაღებად აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს "ევროპაბეთის" ვერიფიცირებული ანგარიში.

    კომენტარები

    ბოლო ამბები