Thumbnail

ნახეთ: Nikon-ის კონკურსში "მიკროსამყარო მოძრაობაში" გამარჯვებული ვიდეორგოლები

იაპონურმა კორპორაციამ Nikon ყოველწლიურ კონკურსში "მიკროსამყარო მოძრაობაში" გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოავლინა. რიგით მეათე, საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მიკროფოტოგრაფიის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ როგორც ესთეტიკის, ასევე ტექნიკური ოსტატობის კრიტერიუმებით შეაფასა.

ნახეთ: კონკურსის "ველური ბუნების ფოტოგრაფი 2020" საუკეთესო სურათები

2020 წლის საუკეთესო ვიდეოს ავტორებად კაზი რაბი და შიაო იანი დასახელდნენ. მათ მიერ გადაღებულ კადრებში 80 პროცენტი წყლისა და 20 პროცენტი ეთანოლის ნაერთის შემცველი წვეთებია გამოსახული. მათი წარმოქმნისა და ზრდის პროცესის დასაფიქსირებლად კონკურსის გამარჯვებულებმა მაღალი სიჩქარის კამერა და სპეციალური ობიექტივი გამოიყენეს.

 

მეორე ადგილი რიჩარდ კირბის ერგო. პლანქტონის შესწავლით დაკავებული მეცნიერის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლში ფორონიდის ლარვის მოძრაობაა ნაჩვენები. ავტორი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევარი დედამიწის ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანი, წყლის ბინადარი მიკროორგანიზმებისადმი ინტერესს გააღვივებს. რაც შეეხება მესამეზე პოზიციას, ის ჯეიმს დევიდ თენდოკის ვიდეომ დაიკავა, რომელშიც ხახვის უჯრედებში ციტოპლაზმის მოძრაობაა ასახული.

ნახეთ: ფოტოკონკურსის Nature InFocus საუკეთესო სურათები

Nikon-ის წარმომადგენლთა განცხადებით, წლევანდელი გამარჯვებული ვიდეო დახვეწილი ტექნიკისა და პროფესიული ოსტატობის მეშვეობით მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესების გააზრების საუკეთესო ნიმუშია. რაც შეეხება ფოტოკონკურსს "მიკროსამყარო მოძრაობაში", მისი პრიზიორების ვინაობა 13 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები