Thumbnail

ნახეთ: Segway-მ Lamborghini-სთან თანამშრომლობით ელექტროკარტი გამოუშვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულმა კომპანიამ Segway იტალიურ ავტომწარმოებელ Lamborghini-სთან თანამშრომლობით მცირე ზომის სარბოლო ელექტრომობილი გამოუშვა, რომლის რეალიზებასაც ჩინური კორპორაცია Xiaomi უზრუნველყოფს. ახალი კარტის Ninebot GoKart Pro Lamborghini Edition შეძენას მსურველები 1450 აშშ დოლარად შეძლებენ.

სარბოლო ელექტრომობილის კორპუსი იტალიელი მწარმოებლის საფირმო ყვითელ ფერშია შეღებილი და მისი ემბლემითაა გაფორმებული. კარტის სტანდარტულ კომპლექტაციაში სპოილერი, ლურჯი ფერის შუქდიოდის ფარები, დრიფტისთვის განკუთვნილი საბურავები და მძლავრი აუდიოსისტემა შედის, რომელსაც Lamborghini-ს მარკის ავტომანქანის ძრავის ხმის იმიტირება შეუძლია. 

Ninebot GoKart Pro Lamborghini Edition

ფოტო: Xiaomi

Ninebot GoKart Pro Lamborghini Edition

ფოტო: Xiaomi

Ninebot GoKart Pro Lamborghini Edition

ფოტო: Xiaomi

Ninebot GoKart Pro Lamborghini Edition

ფოტო: Xiaomi

ელექტროძრავზე მომუშავე კარტის მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ია. ის 432 ვტ/სთ სიმძლავრის ელემენტით არის აღჭურვილი, რომლის გაგრილებასაც სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს. მისი ერთი დამუხტვით მანქანა 25 კილომეტრს ფარავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 400-მეტრიანი ტრასის გარშემო ის 62 წრის დარტყმას შეძლებს. 51,2 კილოგრამი წონის კარტის ძარა 100 კილოგრამამდე დატვირთვაზეა გათვლილი. 

► ნახეთ: Ford-მა ელექტრომობილი Mustang Cobra Jet 1400 გამოცადა

ახალი Ninebot GoKart სპეციალური აპლიკაციით სარგებლობის საშუალებასაც იძლევა, რომლის გამოყენებითაც მძღოლს მართვის ოთხი სხვადასხვა რეჟიმის გააქტიურება შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე ზომის სარბოლო ავტომანქანების მოძრაობა ავტომაგისტრალებზე დაშვებული არ არის, კარტით სარგებლობა მხოლოდ სპეციალურ ტრასებზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები