Thumbnail

გიგანტური საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში პირველი ფრენა 2024 წელს შედგება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სტარტაპის Space Perspective მიერ შექმნილი გიგანტური საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში პირველი ჩარტერული ფრენა 2024 წლის ბოლოს განხორციელდება. ახალი სერვისით სამოგზაურო კლუბის Exclusive Resorts წევრები ისარგებლებენ, რომლებსაც საშუალება ექნებათ, დედამიწა 30 კილომეტრის სიმაღლიდან დაათვალიერონ.

ნახეთ: კომპანია Vertical Aerospace მფრინავი ტაქსების წარმოებას იწყებს

კლუბსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში სულ მცირე ხუთი ტურისტული ჯგუფის გაშვებაა გათვალისწინებული. მოგზაურობა ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან დაიწყება. საჰაერო ბურთი Spaceship Neptune-ის სახელით ცნობილ კაფსულას 19 კმ/სთ სიჩქარით სტრატოსფეროში აიყვანს, სადაც ის 2 საათს დაჰყოფს. ფრენა ჯამში 6 საათს გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ერთდროულად 8 ადამიანს შეეძლება. ამ დროის განმავლობაში ისინი ჩვენი პლანეტის კიდიდან მზის ამოსვლას იხილავენ. მოგზაურობის ბოლოს კი კაფსულა ატლანტის ოკეანეში დაეშვება, სადაც მგზავრებს მათი სანაპიროზე გადასაყვანად განკუთვნილი გემი დახვდებათ.

Spaceship Neptune

ფოტო: Space Perspective

Spaceship Neptune

ფოტო: Space Perspective

Spaceship Neptune

ფოტო: Space Perspective

Spaceship Neptune

ფოტო: Space Perspective

Spaceship Neptune

ფოტო: Space Perspective

Spaceship Neptune

ფოტო: Space Perspective

Space Perspective-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კაფსულაში კომფორტის არაერთი საშუალება იქნება, მათ შორის, ბარი და უსადენო ინტერნეტი, საპირფარეშოდან კი ჩვენი პლანეტის მიმზიდველი ხედი გადაიშლება. სტარტაპმა ფლორიდის შტატის საჰაერო და კოსმოსური სივრცის განვითარების სააგენტოსთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფრენები კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება.

ნახეთ: Virgin Galactic-მა ტურისტული კოსმოსური ხომალდის ინტერიერი წარმოადგინა

Spaceship Neptune-ის საცდელი გაშვება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. 2024 წლისთვის კი კაფსულით უკვე მგზავრების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის, სავარაუდოდ, 125 ათასი აშშ დოლარი იქნება. საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში მოგზაურობის მსურველებს ადგილის დასაჯავშნად რიგის დაკავება სტარტაპის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შეუძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები