Thumbnail

ქვიზი: ნამდვილია თუ ჩინური?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ჩინეთის სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ათასწლეულების განმავლობაში იქ არაერთი უნიკალური გამოგონება თუ ხელოვნების ნიმუში შეიქმნა. დღეს კი ქვეყანა თანამედროვე ტექნიკისა თუ სხვა საქონლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

21-ე საუკუნეში ჩინეთმა ამა თუ იმ პოპულარული ბრენდის ძვირადღირებული პროდუქციის იაფფასიანი ვერსიების გაყიდვითაც გაითქვა სახელი. თუმცა, ჩვენში, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ყალბი აიფონებისა თუ ბალენსიაგას სპორტული ფეხსაცმლის გამოშვების პარალელურად, ქვეყანაში იმ შენობების ასლებიც იგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.

ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ ყველასთვის კარგად ცნობილ ნაგებობებსა და მათ ასლებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, კარგად დააკვირდით ფოტოებს და გამოიცანით ნამდვილია თუ ჩინური მასზე გამოსახული შენობა.

ნამდვილია თუ ჩინური?

ნამდვილია თუ ჩინური?
ნამდვილი
ჩინური
არასწორია!
საფრანგეთის დედაქალაქში აღმართული ეიფელის კოშკი დიდი ხანია, პარიზის სიმბოლოდ იქცა. მისი ეს ასლი კი ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციის ქალაქ ჰანგჯოუს გარეუბანში მდებარეობს.
სწორია!

ლეგენდარული პიზის კოშკი იტალიაში, ამავე სახელწოდების მქონე ქალაქშია აღმართული.
არასწორია!
ლეგენდარული პიზის კოშკი იტალიაში, ამავე სახელწოდების მქონე ქალაქშია აღმართული.

ნამდვილია თუ ჩინური?

ნამდვილია თუ ჩინური?
ნამდვილი
ჩინური
სწორია!
თაჯ მაჰალის სახელით ცნობილი მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს.
არასწორია!
თაჯ მაჰალის სახელით ცნობილი მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს.

ნამდვილია თუ ჩინური?

ნამდვილია თუ ჩინური?
ნამდვილი
ჩინური
არასწორია!
კოლოსეუმის სახელით ცნობილი ანტიკური ამფითეატრი იტალიის დედაქალაქ რომშია აღმართული. მისი ეს ასლი კი ჩინეთის ქალაქ მაკაოში მდებარეობს და ღია საკონცერტო სივრცედ გამოიყენება.

ემპაიარ სთეით ბილდინგის სახელით ცნობილი ცათამბჯენი აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკშია აღმართული.
არასწორია!
ემპაიარ სთეით ბილდინგის სახელით ცნობილი ცათამბჯენი აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკშია აღმართული.

ნამდვილია თუ ჩინური?

ნამდვილია თუ ჩინური?
ნამდვილი
ჩინური
არასწორია!
სიდნეის ოპერის თეატრი ავსტრალიის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. მისი ეს ასლი კი ჩინეთში, ლიაონინის პროვინციის ქალაქ ფუსინში მდებარეობს და იქ საკვები დაწესებულებაა განთავსებული.

თაუერის ლეგენდარული ხიდი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, მდინარე ტემზაზე მდებარეობს. მისი ეს ასლი კი ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ქალაქ სუჯოუშია აგებული.

პართენონის სახელით ცნობილი ისტორიული ტაძარი, რომელიც ქალღმერთ ათენასადმია მიძღვნილი, საბერძნეთის დედაქალაქ ათენშია აღმართული.
არასწორია!
პართენონის სახელით ცნობილი ისტორიული ტაძარი, რომელიც ქალღმერთ ათენასადმია მიძღვნილი, საბერძნეთის დედაქალაქ ათენშია აღმართული.

ნამდვილია თუ ჩინური?

ნამდვილია თუ ჩინური?
ნამდვილი
ჩინური
არასწორია!
ხეფრენის პირამიდა ეგვიპტის ქალაქ გიზასთან ახლოს მდებარეობს. მისი ეს ასლი კი გუანდუნის პროვინციის ქალაქ შენჯენში, მსოფლიოს სხვა ღირსშენიშნაობებთან ერთად, თემატურ პარკშია განთავსებული.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძარი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ცენტრში მდებარეობს.
არასწორია!
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძარი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ცენტრში მდებარეობს.

ნამდვილია თუ ჩინური?

ნამდვილია თუ ჩინური?
ნამდვილი
ჩინური
სწორია!
ლეგენდარული არქიტექტორის, ანტონიო გაუდის პროექტით შექმნილი კათოლიკური ტაძარი, საგრადა ფამილია კატალონიის ქალაქ ბარსელონაში მდებარეობს.

კაპიტოლიუმის შენობა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშია აღმართული. მისი ეს ასლი კი ჩინეთში, ანხოის პროვინციის ქალაქ ფუიანგში მდებარეობს და მასში ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციაა განთავსებული.
სწორია!
კაპიტოლიუმის შენობა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშია აღმართული. მისი ეს ასლი კი ჩინეთში, ანხოის პროვინციის ქალაქ ფუიანგში მდებარეობს და მასში ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციაა განთავსებული.

უკეთესადაც შეგიძლია!

შემდეგში შენს ინტუიციას ოდნავ მეტად ენდე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

ყოჩაღ, როგორც ჩანს, ისტორიულ ნაგებობებსა და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს საკმაოდ კარგად იცნობ. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

შესანიშნავი შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები