Thumbnail

ახალაღმოჩენილ პლანეტას მეცნიერებმა "π დედამიწა" უწოდეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ კეპლერის მისიის ფარგლებში 2017 წელს შეგროვებული მასალის შესწავლისას, აქამდე უცნობი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც "π დედამიწა" უწოდეს.

მეცნიერებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის მტკიცებულებას მიაკვლიეს

ეს სახელი ციურ სხეულს მას შემდეგ შეარქვეს, რაც დადგინდა, რომ საკუთარი ვარსკვლავის გარშემო შემოვლას ის 3.14 დღეს ანდომებს. π რიცხვი - მათემატიკური მუდმივაა, რომელიც წრეწირის სიგრძისა და მისი დიამეტრის შეფარდების ტოლია და დაახლოებით 3.14159-ს უდრის.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელშიც ახალი აღმოჩენის ავტორები მუშაობენ. 

"π დედამიწა", რომლის ოფიციალური დასახელებაც K2-315b-ია, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ აღმოჩენილ რიგით 315-ე პლანეტურ სისტემაში მდებარეობს. მისი რადიუსი დედამიწის რადიუსის 0.95-ს შეადგენს. საკუთარი ვარსკვლავის გარშემო, რომლის მასაც მზის ერთ მეხუთედს უდრის, ციური სხეული წამში 81 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. მკვლევართა თქმით, პლანეტაზე სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობებია, რადგან იქ ტემპერატურა 176 °C-ს აღემატება.

ხელოვნურმა ინტელექტმა 50 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ "π დედამიწის" უკეთესად შესასწავლად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მასალას გამოიყენებენ, რომლის ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვებასაც NASA მომავალ წელს გეგმავს. მანამდე კი ასტრონომები სააგენტოს პროგრამის Explorers ფარგლებში შექმნილი კოსმოსური აპარატის TESS მიერ მოპოვებულ მონაცემებს აანალიზებენ და დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოსაჩენად კანარის კუნძულებზე განლაგებულ Artemis-ის ტელესკოპს იყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები