Thumbnail

ნახეთ: გერმანიის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი ტრანსფორმერი ელექტრომობილი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გერმანიის კოსმოსურმა სააგენტომ (DLR) ქალაქ შტუტგარტში გამართულ კონფერენციაზე ტრანსფორმერი ელექტრომობილის U-Shift პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც ავტობუსად, სატვირთო მანქანად ან სულაც მოძრავ მაღაზიად გადაქცევა შეუძლია. პროექტი ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ეკონომიკის, შრომისა და განაშენიანების სამინისტრომ 12 მილიონი ევროთი დააფინანსა.

► ნახეთ: კომპანია Vertical Aerospace მფრინავი ტაქსების წარმოებას იწყებს

ტრანსოფორმერი ელექტრომობილის პროტოტიპი დიდი სატვირთო ფურგონის ზომისაა და ორი განყოფილებისგან შედგება. მანქანის წამყვან პლატფორმაზე, მომხმარებელთა სურვილისამებრ, სხვადასხვა დანიშნულების მქონე კაფსულა მაგრდება, რომლითაც ადამიანების გადაყვანა ან პროდუქტის გადაზიდვაა შესაძლებელი. სამგზავრო კაბინა რვა ადამიანზეა გათვლილი, სატვირთო სათავსოში კი ოთხი სტანდარტული ზომის პალეტი ეტევა.

ტრანსფორმერი ელექტრომობილის U-Shift პროტოტიპი

ფოტო: DLR

ტრანსფორმერი ელექტრომობილის U-Shift პროტოტიპი

ფოტო: DLR

ტრანსფორმერი ელექტრომობილის U-Shift პროტოტიპი

ფოტო: DLR

ტრანსფორმერი ელექტრომობილის U-Shift პროტოტიპი

ფოტო: DLR

ფუტურისტული ავტომობილი ამჟამად დისტანიცურად იმართება, თუმცა გერმანიის კომსმოსური სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, მისი დასრულებული მოდელი გადაადგილებას დამოუკიდებლად, ავტოპილოტის სისტემის დახმარებით შეძლებს. თვითმართვადი პროტოტიპის შექმნას, რომლის სიჩქარეც დაახლოებით 60 კმ/სთ იქნება, კომპანიის წარმომადგენლები 2024 წლისთვის გეგმავენ.

► ნახეთ: იაპონიაში Skydrive-ის მფრინავი მანქანა წარმატებით გამოცადეს

გამომგონებლები U-Shift-ის პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრებს მართავენ, რათა ელექტრომობილი მათ საჭიროებებსა და სურვილებს მოარგონ. შემდეგ ეტაპზე ისინი სატრანსპორტო საშუალების ხიდისა და ელემენტის გაუმჯობესებას, ასევე, კაფსულის ამწევი მოწყობილობის დახვეწას გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები