Thumbnail

კვლევის თანახმად, სათვალიანი ადამიანები COVID-19-ით ნაკლებად ავადდებიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სათვალეს ატარებენ, კორონავირუსით ნაკლებად ინფიცირდებიან. მედიკოსთა ნაშრომი გამოცემაში JAMA Ophthalmology გამოქვეყნდა.

საშინელებათა ფილმების მოყვარულები პანდემიას მეტად მომზადებულები შეხვდნენ

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სათვალეს ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებებში მოხვედრილი, COVID-19-ით დაავადებული პაციენტების საკმაოდ მცირე რაოდენობა ატარებდა. მათ ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლა გადაწყვიტეს და ზუსტი სტატისტიკის დასადგენად, ხუბეის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მიმდინარე წლის იანვრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე მოთავსებულ ინფიცირებულთა სამედიცინო ისტორიებს გაეცნენ.

სათვალე კორონავირუსისგან თავდასაცავად საჭირო სპეციალური აღჭურვილობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. 

სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ დაავადებულთა შესახებ შეგროვებული მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში სათვალეს 276 პაციენტიდან მხოლოდ 16 იყენებდა და ამ უკანასკნელთაგან უმეტესობა ახლომხედველი იყო. აღსანიშნავია, რომ თვალის რეფრაქციის ეს პათოლოგია ხუბეის პროვინციაში მცხოვრებ მოქალაქეთა 31.5 პროცენტს აღენიშნება, რისი გათვალისწინებითაც, COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანილი ახლომხედველი ადამიანების რაოდენობა იმაზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო.

რუსეთში COVID-19-ის შეუმოწმებელ ვაქცინას 40 ათას ადამიანზე გამოცდიან

სათვალე კორონავირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ის ვირუსის ნაწილაკების თვალში შეღწევას აფერხებს და მხედველობის ორგანოზე ხელით შეხების გზით ინფიცირების რისკსაც ამცირებს. ახალი აღმოჩენა სათვალის ეფექტიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუმცა მეცნიერები კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. მათ აზრით, ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ბევრად ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები