Thumbnail

ნახეთ: ისრაელში აგებენ გზას, რომელიც ელექტრომობილებს უსადენოდ დამუხტავს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსების უსადენო დამუხტვისთვის განკუთვნილ გზას აგებენ. პროექტი სახელმწიფო და კერძო ფონდების დაფინანსებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სატრანსპორტო კომპანია Dan Bus-ისა და სტარტაპის ElectReon თანამშრომლობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ზემოხსენებული ტექნოლოგიის განვითარებაზე 2013 წლიდან მუშაობს.

ნახეთ: გერმანიის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი ტრანსფორმერი ელექტრომობილი

საპილოტე პროგრამის ფარგლებში ინდუქციური დამტენით აღჭურვილი ახალი გზა რკინიგზის სადგურ "თელ-ავივის უნივერსიტეტისა" და რამატ-ავივში მდებარე ავტობუსების სადგურ "კლაცკინის ტერმინალის" დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი მაგისტრალის 600-მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. ასფალტის ქვეშ განლაგებული ელექტრული ინფრასტრუქტურით სპეციალური მიმღები მოწყობილობით აღჭურვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის დროს დაიმუხტება.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ელექტროსისტემა გზაზე უახლოეს დღეებში განთავსდება, რის შემდეგაც მისი ტესტირების ეტაპი დაიწყება, რომელიც დაახლოებით ორ თვეს გასტანს. გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანიის Den Bus ელექტროავტობუსები თელ-ავივის უნივერსიტეტიდან კლაცკინის სადგურამდე და უკან მარშრუტზე რეგულარულ მიმოსვლას დაიწყებენ.

ნიუ ჰემფშირის გზებზე მფრინავი მანქანებით გადაადგილება დაუშვეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ინფრასტრუქტურული სიახლე ელექტროენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, რაც ქალაქის ფარგლებში ხმაურსა და ჰაერის დაბინძურების დონეს საგრძნობლად შეამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროგრამა გაამართლებს, უსადენო დამუხტვის სისტემის მონტაჟი თელ-ავივის სხვა ავტომაგისტრალების ასფალტის საფარის ქვეშაც დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები