Thumbnail

Google Maps-ის ახალი ფუნქცია COVID-19-ის გავრცელების კერებს აჩვენებს

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Google საკუთარ აპლიკაციაში Google Maps ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები რუკაზე COVID-19-ის გავრცელების კერებისა და ამა თუ იმ ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა განახლებადი სტატისტიკის ნახვას შეძლებენ.

Google Maps-ში მალე შუქნიშნები გამოჩნდება

ახალი ფუნქცია Google Maps-ის აპლიკაციაში შესვლის შემდეგ, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ სიმბოლოზე თითის დაჭერითა და კატეგორიის COVID-19 Info მითითებით აქტიურდება. ამის შემდეგ, მომხმარებლის მიერ რუკაზე შერჩეული არეალის ფარგლებში ყოველ 100 ათას ადამიანზე კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველკვირეული საშუალო მაჩვენებელი გამოჩნდება.

ასე გამოიყურება Google Maps-ის ახალი ფუნქცია.

Google Maps-ის მეშვეობით COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდისა და კლების ტენდენციისთვის თვალის მიდევნებაც იქნება შესაძლებელი. ადგილები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით მაღალია, რუკაზე წითელი ფერში გამოჩნდება. აპლიკაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მიერ აღრიცხულ მონაცემებს გამოიყენებს.

Google-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი აკადემიურ ხარისხს გაუთანაბრდება

Google Maps-ის ახალი ფუნქცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება და როგორც Android-ის, ასევე iOS-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Google-ის წარმომადგენელთა განცხადებით, განახლებული აპლიკაციით სარგებლობა 220 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი და ის მომხმარებლებს COVID-19-ით დაავადების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები