Thumbnail

დღის ფოტო: ციკლონები იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მზის სისტემის უდიდესი პლანეტის, იუპიტერის ახალი სურათი გაავრცელა, რომელზეც ციური სხეულის ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარედ მოქმედი ციკლონებია აღბეჭდილი. შთამბეჭდავი გამოსახულება გერმანელმა მეცნიერმა, ჯერალდ აიშტედმა კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოს" მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების გაერთიანებით მიიღო. ქარიშხლების სტრუქტურის გამოსაკვეთად მან სურათი ფოტორედაქტორის საშუალებით გააფერადა.

სურათის ცენტრში ჩრდილოეთ პოლუსზე მუდმივად მოქმედი უზარმაზარი ციკლონი მოჩანს, ხოლო მის გარშემო სხვა, შედარებით მცირე ზომის შტორმებია განლაგებული. თითოეული მათგანი 4000-დან 4600 კილომეტრამდე მანძილზეა გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ რეგიონი, სადაც ქარიშხლები მძვინვარებს, იმდენად დიდია, რომ მის ფონზე დედამიწა უმნიშვნელო ზომის გამოჩნდებოდა. 

ციკლონები იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსზე

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები