Thumbnail

ნახეთ: ნიდერლანდებში სკოლებისთვის ინოვაციური სკამები დაამზადეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კვლევების თანახმად, ერთ ადგილზე ხანგრძლივად ჯდომამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორებიცაა კუნთების დასუსტება, ჭარბწონიანობა, ხერხემლის დეფორმაცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შფოთვა და დეპრესია. საათში ერთხელ თუნდაც მცირე ფიზიკურ დატვირთვას კი აღნიშნული რისკების საგრძნობლად შემცირება შეუძლია.

იაპონურმა კომპანიამ გეიმერებისთვის სპეციალური საწოლი შექმნა

სწორედ ამიტომ, ნიდერლანდელმა დიზაინერმა, ბორის ლანსელოტმა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინოვაციური სკამები შექმნა, რომლებიც მათზე ჯდომისას სხეულის სრულად მოდუნების საშუალებას არ იძლევა. ამ დროისთვის სკამის ოთხი სხვადასხვა მოდელია ხელმისაწვდომი, თითოეულზე მინიმუმ ოთხ ისეთ პოზიციაში მოთავსებაა შესაძლებელი, რომელიც საკლასო ოთახში ხანგრძლივად ყოფნისას ბავშვის სხეულის სხვადასხვა კუნთის სტიმულირებას უზრუნველყოფს.

ბორის ლანსელოტის მიერ შექმნილი ინოვაციური სკამები

ფოტო: Studio Lancelot

ამჟამად ბორის ლანსელოტი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტსა და გრონინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევის განხორციელებას გეგმავს. მისი მიზანია დაადგინოს, რომელ პოზიციაში სხედან მოსწავლეები ყველაზე ხშირად და შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე სკამის სხვა მოდელებიც შექმნას, რომლებზეც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები