Thumbnail

დღის ფოტო: კაბინის ტყეში მობინადრე ერთადერთი შავი პანტერა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ინდოელმა ფოტოგრაფმა, შააზ იანგმა კარნატაკას შტატში მდებარე კაბინის ტყეში მობინადრე ერთადერთი შავი პანტერა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი სურათების გადასაღებად მას რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ტყეში, რომელიც 22 ჰექტარზეა გადაჭიმული, კატისებრთა ოჯახის იშვიათი წარმომადგენელი, სახელად საია პირველად 2015 წელს შენიშნეს, რის შემდეგაც ის ადგილობრივი ფოტოგრაფების მთავარი სამიზნე გახდა.

შავ პანტერებს იმ ლეოპარდებსა და იაგუარებს უწოდებენ, რომლებსაც მელანიზმი აღენიშნებათ. ორგანიზმში შავი პიგმენტის სიჭარბის გამო ამ ცხოველებს ბეწვი მუქად აქვთ შეფერილი, რაც მათ სხვებისგან გამორჩეულს ხდის.

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კაბინის ტყის ბინადარი შავი პანტერა

ფოტო: Shaaz Jung

კომენტარები

ბოლო ამბები