Thumbnail

მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუზე მდინარეების კვალი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე მეცნიერებმა, ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე ასტრონომებთან და კანადელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს მზის სისტემაში მოძრავ ასტეროიდ ბენუზე უძველესი მდინარეების კვალს მიაგნეს.

მეცნიერებმა მარსზე მიწისქვეშა ტბები აღმოაჩინეს

ამ აღმოჩენაში მკვლევრებს ასტეროიდის შესასწავლად 2016 წელს გაშვებული კოსმოსური ხომალდის, OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული მონაცემები დაეხმარა. ვიზუალური მასალის ანალიზისას, დაახლოებით 500 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ციური სხეულის ზედაპირზე მათ ნაპრალებში დალექილი თეთრი შეფერილობის კარბონატები დააფიქსირეს. როგორც წესი, ეს მინერალები ისეთ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც წყალი მოედინება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რომ ბენუზე ოდესღაც მდინარეები არსებობდა.

ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე არსებულ ქვის ნაპრალში დალექილი კარბონატი. ფოტო: NASA

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბევრად დიდი ზომის პლანეტოიდზე, რომლის ნაწილსაც ბენუ წარმოადგენს, ძველად ვრცელი ჰიდროთერმული სისტემა არსებობდა. მის ზედაპირზე წყალი მიედინებოდა, რომელიც არხებში ნალექს კარბონატების სახით ტოვებდა. როგორც ჩანს, ობიექტის განადგურების შემდეგ, მისგან გამოყოფილ ასტეროიდზე ამ პროცესის შედეგად დარჩენილი კვალი შემორჩა. მკვლევართა მიერ აღმოჩენილი უდიდესი მსგავსი ნაპრალი რამდენიმე მეტრი სიგრძისაა, რაც ათასობით და, შესაძლოა, მილიონობით წლის განმავლობაში მდინარეების ჰიდროთერმულ აქტივობაზე მიანიშნებს.

მეცნიერებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის მტკიცებულებას მიაკვლიეს

კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე 20 ოქტომბერს დაეშვება და გეოლოგიური მასალის მოპოვებას შეეცდება, რომელსაც დედამიწაზე 2023 წლისთვის ჩამოიტანს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს ნიმუშები მათ ციური სხეულის ფორმირების უკეთ შესწავლაში დაეხმარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები