Thumbnail

SpaceX აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის სატვირთო რაკეტას შექმნის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ილონ მასკის კომპანიასთან SpaceX ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც კოსმოსური ხომალდების უმსხვილესი მწარმოებელი პენტაგონისთვის სატვირთო რაკეტას დაამზადებს. შეთანხმება ისეთი საფრენი აპარატის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იარაღის მიწოდებას სულ რაღაც 1 საათში უზრუნველყოფს.

SpaceX-მა პენტაგონის საიდუმლო მისიებისთვის დაფინანსება მოიპოვა

პროექტი, რომელშიც ტექსასში დაფუძნებული კომპანია xArc-იც ჩაერთვება, მიზნად სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროის შემცირებას ითვალისწინებს. ამჟამად პენტაგონისთვის იარაღი Boeing C-17 ტიპის თვითმფრინავებს გადააქვთ, რომლებიც საათში 950 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებიან. ახალი საფრენი აპარატი ბევრად სწრაფი იქნება, იმავე დროში 12 ათას კილომეტრს დაფარავს და 80 მეტრულ ტონა ტვირთს დაიტევს. შედარებისთვის, თუ Boeing C-17-ს ფლორიდიდან ავღანეთამდე ჩასაფრენად 15 საათი სჭირდება, SpaceX-ის რაკეტა დანიშნულების ადგილამდე 60 წუთში ჩააღწევს. 

თვითმფრინავი Boeing C-17.

სისწრაფის გარდა, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილ რაკეტას სხვა უპირატესობებიც ექნება. მაგალითისთვის, დედამიწის ორბიტის გავლით ამა თუ იმ ქვეყნის თავზე გადასაფრენად მას ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა არ დასჭირდება. მაშინ, როდესაც სატვირთო თვითმფრინავების შემთხვევაში, სახელმწიფოთა საჰაერო საზღვრების გადაკვეთა მათი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

კომპანია SpaceX პენტაგონისთვის ხელოვნურ თანამგზავრებს დაამზადებს

ამის მიუხედავად, ახალი საფრენი აპარატი ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა, მაგალითად, მისი უსაფრთხო დაშვების უზრუნველყოფა. საწყის ეტაპზე SpaceX სწორედ ამ და სხვა დეტალების, მათ შორის, პროექტის ღირებულების განხილვას გეგმავს, რაკეტის ტესტირებას კი 2021 წლისთვის უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები