Thumbnail

დღის ფოტო: დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წლით დაშორებული სპირალური გალაქტიკა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ჰაბლის ტელესკოპმა ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკა NGC 5643 დააფიქსირა. დეტალური გამოსახულების მისაღებად ობიექტზე 9-საათიანი დაკვირვების განმავლობაში გადაღებული 30 სურათი გამოიყენეს.

სპირალური გალაქტიკა NGC 5643, რომელიც მგლის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის შოტლანდიელმა ასტრონომმა, ჯეიმს დანლოპმა 1826 წელს აღმოაჩინა. ფოტოზე გამოსახული გალაქტიკის ცენტრალური ნაწილი სიკაშკაშით გამოირჩევა, რადგან ამ რეგიონში დიდი რაოდენობით ვარსკვლავებია განლაგებული.

სპირალური გალაქტიკა NGC 5643

ფოტო: NASA

 

კომენტარები

ბოლო ამბები