Thumbnail

Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy A42 5G წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy A42 5G წარადგინა. სამხრეთკორეული კომპანიის მიერ აქამდე წარმოებულ, 5G მხარდაჭერის მქონე მობილურ მოწყობილობებს შორის, ის მომხმარებლებისთვის ყველაზე შეღავათიან ფასად, 455 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი.

OnePlus ახალ სმარტფონებს 26 ოქტომბერს წარადგენს

Galaxy A სერიის ახალი მოდელი პროცესორით Snapdragon 750G არის აღჭურვილი, რომელიც კომპანიამ Qualcomm გასულ თვეში წარადგინა. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 4GB, 6GB ან 8GB-ია, ელემენტის ტევადობა კი 5000 mAh-ს შეადგენს. მობილურ მოწყობილობას 128GB შიდა მეხსიერება აქვს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მას შეიძლება 1-ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათიც დაემატოს.

Galaxy A42 5G-ის შავი, თეთრი და ნაცრისფერი მოდელები. ფოტო: Samsung

6,6-დუიმიანი OLED ეკრანის მქონე სმარტფონის სისქე 8,6 მილიმეტრი, წონა კი 193 გრამია. Galaxy A42 5G-ის უკანა კორპუსზე 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი, ასევე სიღრმისა და მაკრო გამოსახულების 5-მეგაპიქსელიანი კამერებია განლაგებული. მობილური მოწყობილობის ეკრანში თითის ანაბეჭდის სენსორია ჩაშენებული, მის ზედა, ცენტრალურ ნაწილში კი 20-მეგაპიქსელიანი წინა კამერაა განთავსებული.

ნახეთ: Xiaomi-მ Mi 10T სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

Samsung-ის ახალი ბიუჯეტური სმარტფონი დიდ ბრიტანეთში 6 ნოემბრიდან გაიყიდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსურველები Galaxy A42 5G-ის შავი, ნაცრისფერი და თეთრი მოდელების შეძენას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები