Thumbnail

ნახეთ: კონკურსის "ველური ბუნების ფოტოგრაფი 2020" გამარჯვებულები

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფის გამოსავლენი კონკურსი დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის თაოსნობით უკვე 56 წელია ტარდება. მასში ყოველწლიურად სხვადასხვა ასაკისა თუ ეროვნების ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, რომელთა მიერ გადაღებულ შთამბეჭდავ კადრებს კომპეტენტური ჟიური აფასებს.

ნახეთ: ბრიტანეთის ველური ბუნების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს პირველად დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფოტოგრაფები გამოავლინეს. კონკურსში მონაწილე 49 ათასი პროფესიონალ თუ მოყვარულ ხელოვანს შორის ჟიურიმ აბსოლუტურ გამარჯვებულად რუსი სერგეი გორშკოვის ნამუშევარი "ჩახუტება" დაასახელა. სურათზე გადაშენების პირას მყოფი ციმბირული, იგივე ამურის ძუ ვეფხვია გამოსახული, რომელიც ასაკოვან მანჯურიულ ნაძვსაა შემოხვეული.

წარმოგიდგენთ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში პირველ და საპრიზო ადგილებზე გასულ ფოტოსურათებს:

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

ჩახუტება
ფოტო: Sergey Gorshkov

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

მელა, რომელმაც ბატი მოინადირა
ფოტო: Liina Heikkinen

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

შოუბიზნესი
ფოტო: Kirsten Luce

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

ეტნას ცეცხლის მდინარე
ფოტო:  Luciano Gaudenzio

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

პოზირება
ფოტო: Mogens Trolle

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

ცხოვრება ჰარმონიაში
ფოტო: Jaime Culebras

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

საიდუმლო ბიზნესი
ფოტო: Paul Hilton

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

ორი კრაზანის ზღაპარი
ფოტო: Frank Deschandol

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

როცა დედა გეუბნება, რომ გაიქცე
ფოტო: Shanyuan Li

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

ელეონორის საჩუქარი
ფოტო: Alberto Fantoni

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

უკანასკნელი კბენა
ფოტო: Ripan Biswas

ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

გიყურებ შენ, ვუყურებ მათ
ფოტო: Alex Badyaev

კომენტარები

ბოლო ამბები