Thumbnail

ნახეთ: ბრიტანეთის ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდი ბრიტანეთის ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების (RSB) მიერ დაარსებული კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში წლის საუკეთესო ფოტოგრაფის გამოსავლენად იმართება. მისი მიზანი ჩვენი პლანეტის ფლორისა თუ ფაუნის გადაღება და შთამბეჭდავი კადრების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებაა.

ნახეთ: კონკურსის "ველური ბუნების ფოტოგრაფი 2020" გამარჯვებულები

წლევანდელ კონკურსში, რომლის თემაც "ჩვენი ცვალებადი სამყარო" იყო, მონაწილეებს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების ასახვა და ეკოსისტემაზე მათი გავლენის ჩვენება ევალებოდათ. კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრად ტილახან თარმაპალანის სურათი "სპილოები მავნე ნარჩენებით იკვებებიან" დაასახელა. ფოტოგრაფმა ცხოველები შრი-ლანკაში მდებარე ქალაქ ამპარას ნაგავსაყრელზე გადაიღო.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოხელოვანის ტიტული კი აშვინ გირდანმა დაიმსახურა. მის ნამუშევარზე "მოლოდინი" ჩვამასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფრინველებია აღბეჭდილი, რომლებიც ადამიანების მიერ დაგებულ მახეში თევზების გამოჩენას ელიან.

წარმოგიდგენთ კონკურსის პირველ და საპრიზო ადგილებზე გასულ ფოტოსურათებს:

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

ზღვის კუების მოგზაურობა
ფოტო:  Saurabh Chakraborty

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

კატასტროფის საზღვარი
ფოტო: Roberto Bueno Hernández

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

დამკვირვებელი
ფოტო: Agata Boguszewska

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

ჩემი პერანგი
ფოტო: Hasan Baglar

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

ახალგაზრდა მოხალისეები
ფოტო: Froi Rivera

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

სათბური
ფოტო: Jonathan Jimenez

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

სპილოები მავნე ნარჩენებით იკვებებიან
ფოტო: Tilaxan Tharmapalan

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

მოლოდინი
ფოტო:  Ashwin Geerthan

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

დედამიწა კარგი ადგილია
ფოტო: Charlotte Bean

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

ათასი ოცნების დასასრული
ფოტო: Saptarshi Gayen

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

მშვიდი შუადღე
ფოტო: Rosie Tarboton

ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების ფოტოკონკურსის საუკეთესო სურათები

იშმერის მყინვარი
ფოტო: Rory Stringer

კომენტარები

ბოლო ამბები