Thumbnail

დღის ფოტო: შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ჰაბლის ტელესკოპმა ჩვენგან დაახლოებით 80 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ფოცხვერის თანავარსკვლავედში ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი ორი სპირალური გალაქტიკა დააფიქსირა.

ხელსაწყოს მიერ მოპოვებული გამოსახულება გვიჩვენებს, როგორ მიემართებიან NGC 2799-ის სახელით ცნობილ გალაქტიკაში შემავალი ვარსკვლავები მეორე სისტემის NGC 2798 ცენტრისკენ. მსგავს წყვილებს, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებენ, ერთიანდებიან და სრულიად ახალ სტრუქტურას ქმნიან, ხშირად ურთიერთმქმედ გალაქტიკებსაც უწოდებენ. მათი შერწყმა, როგორც წესი, ასობით მილიონი ან მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და კატასტროფული შედეგებით იშვიათად სრულდება. ეს ციურ სხეულებს შორის არსებული დიდი მანძილის დამსახურებაა, რაც ობიექტების შეჯახების რისკს ამცირებს.

გალაქტიკათა წყვილი შერწყმის პროცესში

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები