Thumbnail

ნახეთ: აშშ-ში ქალს დათვის გამოკვებისთვის პატიმრობა ემუქრება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 21 წლის კრისტინ ფერისს 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება. ამის მიზეზი მის მიერ ტენესის შტატში მდებარე საკურორტო ქალაქ გატლინბურგში დათვის გამოკვებაა. ამ პროცესის ამსახველი ვიდეო კრისტინმა სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, კადრები უყურადღებოდ არც ველური ბუნების რესურსების მართვის ადგილობრივ სააგენტოს გამორჩენია, რომლის წარმომადგენლებმაც ქალს სასამართლოში უჩივლეს.

ტაილანდის ეროვნული პარკი ტურისტებს დაყრილ ნაგავს ფოსტით უბრუნებს

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, კარგად ჩანს, როგორ უმასპინძლდება კრისტინი ცხოველს საზამთროთი, შოკოლადითა და სხვა საკვებით, რაც ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელია. ქალაქ გატლინბურგში ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღეს რეგულაცია, რომელიც 15 კვადრატული კილომეტრის რადიუსში დათვისთვის საჭმლის შეთავაზებას ან სახლთან ახლოს ნარჩენების დატოვებას კრძალავს. სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს კანონი არა მხოლოდ ადამიანთა უსაფრთხოების, არამედ ზემოხსენებულ ძუძუმწოვართა კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც ემსახურება.

 

გატლინბურგი ტენესის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, მთებშია განლაგებული. ადგილობრივ მაცხოვრებლებსა თუ დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს ტყის ბინადრებთან შეხვედრა ძალზე ხშირად უწევთ და მათი გამოკვებისგან თავს, ხშირ შემთხვევაში, ვერ იკავებენ. ეს ცხოველებს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ საჭმელზე დამოკიდებული დათვები ნაკლებ დროს ცოცხლობენ, დასახლებულ ადგილებთან მათი მოჩვევა კი იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც რისკის შემცველია.

იტალიაში ტურისტი პლაჟიდან ქვიშის მოპარვისთვის დააჯარიმეს

კრისტინ ფერისს ბრალად B კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება, რაც 6-თვემდე პატიმრობის გარდა, 500 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებასაც ითვალისწინებს. მის განაჩენს უახლოეს მომავალში სევირის ოლქის სასამართლო გამოაცხადებს.

კომენტარები

ბოლო ამბები