Thumbnail

ნახეთ: იტალიაში მწვანე ბეწვის მქონე ლეკვი დაიბადა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იტალიაში მდებარე კუნძულ სარდინიის ერთ-ერთ ფერმაში მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მომწვანო შეფერილობის ბეწვის მქონე ლეკვი დაიბადა. უჩვეულო გარეგნობით გამორჩეული ცხოველისთვის სახელის შესარჩევად პატრონს, ქრისტიან მელოჩის ხანგრძლივი ფიქრი არ დასჭირვებია და მას პისტაჩიო დაარქვა, რაც მწვანე კაკლოვან მცენარეს, ფისტას აღნიშნავს.

ნახეთ: იშვიათი შეფერილობის ბრიტანულ კატას კნუტები შეეძინა

პისტაჩიო თავის ოთხ და-ძმასთან ერთად იტალიელი ფერმერის რვა ძაღლიდან ერთ-ერთმა, სპელაჩიამ გააჩინა. ახალდაბადებული ლეკვების უმეტესობა თეთრი ბეწვით სწორედ დედას დაემსგავსა, რასაც მათ ძმაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მისი უჩვეულო შეფერილობა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებში საკმაოდ იშვიათია. მეცნიერთა აზრით, ეს ფენომენი ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას, ნაყოფის ბილივერდინის სახელით ცნობილ მწვანე პიგმენტთან კონტაქტითაა გამოწვეული.

მწვანე შეფერილობის ლეკვი, სახელად პისტაჩიო

ფოტო: REUTERS

მწვანე შეფერილობის ლეკვი, სახელად პისტაჩიო

ფოტო: REUTERS

მწვანე შეფერილობის ლეკვი, სახელად პისტაჩიო

ფოტო: REUTERS

აღსანიშნავია, რომ ასეთი შეფერილობის ბეწვი პისტაჩიოს სამუდამოდ არ შეუნარჩუნდება. სიმწვანე დღითიდღე უფრო და უფრო გაფერმკრთალდება, სანამ საბოლოოდ არ გაქრება. ქრისტიან მელოჩის აზრით, ეს ფერი იმ იმედისა და წარმატების სიმბოლოა, რომელიც მსოფლიოში ამჟამად არსებული ვითარების ფონზე, ყველას გვჭირდება.

ნახეთ: ინდოეთში უიშვიათესი ყვითელი კუ აღმოაჩინეს

იტალიელი ფერმერის განცხადებით, ლეკვებს უახლოეს მომავალში მზრუნველ პატრონებს მოუძებნიან, პისტაჩიო კი, თავისი და-ძმისგან განსხვავებით, დედასთან დარჩება და მასთან ერთად მელოჩის ცხვრის ფარას დაიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები