Thumbnail

OnePlus-მა Nord-ის სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ OnePlus მომხმარებლებს Nord-ის სერიის ორი სმარტფონი, N10 5G და N100 წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ წინა მოდელებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ევროპისა და აზიის ქვეყნებში იყო ხელმისაწვდომი, ახალი მოწყობილობების შეტანა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზეც იგეგმება.

ნახეთ: კომპანია Apple-მა iPhone 12 წარადგინა

Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Nord N10 5G-ის ეკრანის ზომა 6,49 დუიმია. ის მძლავრი პროცესორით Snapdragon 690 არის აღჭურვილი და, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მოდელის შიდა მეხსიერება 128GB, ოპერატიული მეხსიერება 6GB, ელემენტის ტევადობა კი 4300 mAh-ია. მოწყობილობას 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზა და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი აქვს. N10 5G-ის წინა კამერით 16- მეგაპიქსელიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი. მისი სისქე 8,95 მილიმეტრია, წონა კი 190 გრამს შეადგენს.

ახალი სმარტფონები Nord N10 5G და Nord N100. ფოტო: OnePlus

რაც შეეხება Nord N100-ს, მისი ეკრანის ზომა 6,52 დუიმია. მოდელი 4G მხარდაჭერით სარგებლობს, ანდროიდ 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და პროცესორით Snapdragon 460 არის აღჭურვილი. სმარტფონის შიდა მეხსიერება 64GB, ოპერატიული მეხსიერება 4GB, ელემენტის ტევადობა კი 5,000mAh-ია. მოწყობილობის უკანა კორპუსზე 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზაა განლაგებული. მისი წინა კამერით 8-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი მოდელის სისქე 8,49 მილიმეტრია, წონა კი - 188 გრამი.

Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy A42 5G წარადგინა

OnePlus-ის წარმომადგენელთა განცხადებით, N100 დიდი ბრიტანეთის ტექნიკის მაღაზიებში მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან გამოჩნდება და მის შეძენას მსურველები 179 გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით, 230 აშშ დოლარი) შეძლებენ. ამავე თვეში დაიწყება N10 5G-ის გაყიდვა, რომელიც მომხმარებლებისთვის 329 გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 430 აშშ დოლარი) იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები