Thumbnail

ნახეთ: კალიფორნიის ბანკში ენოტები შეიჭრნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რედვუდ სითის ბანკში ორი ენოტი შეიჭრა. შენობაში კომფორტულად მოკალათებული ონავარი ცხოველები ერთ-ერთმა მომხმარებელმა დილით დაწესებულების გახსნამდე შენიშნა, როცა ბანკომატიდან თანხის გატანას ცდილობდა.

ნახეთ: მალაიზიელმა მამაკაცმა სმარტფონში მაიმუნის სელფები აღმოაჩინა

მამაკაცის განცხადებით, მას თავდაპირველად ეგონა, რომ საქმე არა ნამდვილ ენოტებთან, არამედ მათ ფიტულებთან ჰქონდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო. მან დასახმარებლად ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციას მიმართა, რომლის წარმომადგენლებიც ადგილზე მისვლისას უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ - დაწესებულებაში შეჭრილი ენოტები ერთ-ერთ ოთახში ნუშის ორცხობილას არხეინად შეექცეოდნენ.

კალიფორნიის ბანკში შეჭრილი ენოტები

ფოტო: PHS/SPCA

კალიფორნიის ბანკში შეჭრილი ენოტები

ფოტო: PHS/SPCA

კალიფორნიის ბანკში შეჭრილი ენოტები

ფოტო: PHS/SPCA

ორგანიზაციის სპიკერმა, ბაფი მარტინ თარბოქსმა მედიასთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ენოტებმა ნაგვის ყუთები გადმოაყირავეს, ქაღალდები მიმოფანტეს, კომპიუტერის მონიტორი დააზიანეს და მთელ შენობაში დიდი არეულობა გამოიწვიეს. როგორც ჩანს, ცხოველები ჯერ ხეზე აცოცდნენ, საიდანაც შენობის სახურავზე მოხვდნენ, იქიდან კი საჰაერო მილებში გადაინაცვლეს, ჭერის ფილები ჩაამტვრიეს და ძირს ჩაცვივივდნენ.

გინების გამო თუთიყუშები ზოოპარკის ვიზიტორებს განარიდეს

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ენოტების დასაჭერად 10 წუთი დასჭირდათ, რის შემდეგაც ისინი ბანკიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს. მათი განცხადებით, ცხოველები ინციდენტისას არ დაშავებულან და თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები