Thumbnail

ქვიზი: ვინ არის ავტორი, ადამიანი თუ ხელოვნური ინტელექტი?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილი პირველი გონიერი კომპიუტერული პროგრამები მხოლოდ ჭადრაკისა და შაშის საშუალო დონეზე თამაშს ახერხებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი იმდენად დაიხვეწა, რომ დღეს მას პერსონალური ასისტენტის ფუნქციების, ავტომობლის მართვის, კლინიკური დიაგნოზის დასმისა თუ სხვა არაერთი ტექნიკური დავალების შესრულების გარდა, ხელოვნების ნიმუშებისა და ფოტორეალისტური გამოსახულებების შექმნაც კი შეუძლია.

ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ ხელოვნურ ინტელექტს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, ყურადღებით დააკვირდით ჩვენ მიერ შერჩეულ სურათებს, მოუსმინეთ კომპოზიციებს და გამოიცანით, ვინ არის მათი ავტორი - ალგორითმი თუ ადამიანი.

ალგორითმი
ადამიანი
სწორია!
ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა კომპანიამ OpenAI სპეციალურად მუსიკალური კომპოზიციების შესაქმნელად დაპროგრამებული ნეირონული ქსელი Jukebox 2020 წელს წარადგინა. ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, ელვის პრესლის სტილში ამ სიმღერის დაწერა ალგორითმმა მისი შემოქმედების შესწავლის შემდეგ სრულად დამოუკიდებლად შეძლო.
არასწორია!

ტილო სახელად "ბროდვეი ბუგი-ვუგი" ნიდერლანდელმა მოდერნისტმა მხატვრმა, პიტ მონდრიანმა 1942-1943 წლებში შექმნა.

ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Nvidia ნეირონული ქსელი StyleGAN 2018 წელს წარადგინა. ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების მიერ შემუშავებული ალგორითმი სწორედ ისეთი რეალისტური პორტრეტების შესაქმნელად გამოიყენება, როგორსაც სურათზე ხედავთ.

ფოტოსურათზე აშშ-ის კალიფორნიის შტატის მონოს ოლქში მდებარე, ამავე სახელწოდების მქონე მინერალურ ტბასა და მისი ფსკერიდან ამოზრდილ ტუფის სვეტებს ხედავთ.

კომპოზიცია სახელად U.N. Owen Was Her? იაპონელმა პროგრამისტმა და კომპოზიტორმა, ზუნმა 2002 წელს თავისივე შექმნილი ვიდეო თამაშისთვის Embodiment of Scarlet Devil დაწერა.

ტილო სახელწოდებით "ედმონ დე ბელამი" ფრანგულმა არტ-კოლექტივმა Obvious ხელოვნური ინტელექტის ამერიკელი მკვლევრისა და ხელოვანის, რობი ბარატის მიერ შემუშავებული ალგორითმის საშუალებით შექმნა. ნეირონული ქსელის მიერ დახატული პორტრეტი კრისტის აუქციონზე 432,500 აშშ დოლარად გაიყიდა.

ეს ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელის, ხელოვნური ინტელექტის დიდი ენთუზიასტისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის პორტრეტია.

ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Nvidia ნეირონული ქსელი GauGan 2019 წელს წარადგინა. ალგორითმი, რომელსაც სახელი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, პოლ გოგენის პატივსაცემად უწოდეს, მომხმარებლის მიერ შექმნილ პრიმიტიულ ჩანახატებს, სწორედ ისეთ ფოტორეალისტურ პეიზაჟებად აქცევს, როგორსაც სურათზე ხედავთ.

ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Google ხელოვნური ინტელექტის კვლევებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო. პროექტ Magenta-ს ფარგლებში შემუშავებულმა ალგორითმმა კი, რომლის მიზანსაც მანქანური სწავლების გამოყენებით ხელოვნების ნიმუშების შექმნა წარმოადგენს, პირველი უსახელო მელოდია 2016 წელს დაწერა.

ტილო სახელად "ახალგაზრდა მხატვარი" ლეგენდარულმა ესპანელმა მოდერნისტმა ფერმწერმა, პაბლო პიკასომ 1972 წელს შექმნა.

წინა ყალბი პორტრეტის მსგავსად, ეს სურათიც ტექნოლოგიური კორპორაცია Nvidia-ს ნეირონული ქსელის, StyleGAN-ის მიერაა შექმნილი.

სიურრეალისტური ფოტოსურათი, რომელზეც გიგანტური ტიტის ხის ბორნით გადაზიდვის სცენაა აღბეჭდილი, 2017 წელს საქართველოში, შეკვეთილის სანაპიროს სიახლოვესაა გადაღებული.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად ენდე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო ბევრ კითხვას გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები