Thumbnail

დღის ფოტო: გიგანტური კრისტალების მღვიმე მექსიკაში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გიგანტური კრისტალების მღვიმე ჩრდილოეთ მექსიკაში, ჩიუაუას უდაბნოში მდებარეობს. ის 2000 წელს ძმებმა, ხუან და პედრო სანჩესებმა ქალაქ ნაიკას მაღაროში გვირაბის გაყვანის დროს აღმოაჩინეს. სელენიტის კრისტალების ფორმირებას ხელი გამოქვაბულის ტერიტორიაზე მიმდინარე ჰიდროთერმულმა პროცესებმა შეუწყო, რომელთა შედეგად უზარმაზარი მინერალები სულ მცირე 500 ათასი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა.

300 მეტრის სიღრმეზე განლაგებულ მღვიმეში ყველაზე დიდი კრისტალი 12 მეტრი სიგრძისაა, მისი გარშემოწერილობა 4 მეტრს უდრის, წონა კი 55 ტონას შეადგენს. ამჟამად ეს ადგილი ვიზიტორებისთვის დახურულია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთმა მუშამ კრისტალის მოპარვის მიზნით გამოქვაბულში შესვლა სცადა, თუმცა იქ არსებულ, სიცოცხლესთან შეუთავსებელ პირობებს, მათ შორის, 58°C-მდე სიცხესა და 90-დან 99 პროცენტამდე ტენიანობას ემსხვერპლა.

კრისტალების მღვიმე მექსიკაში

ფოტო: Carsten Peter

კრისტალების მღვიმე მექსიკაში

ფოტო: Penn State University

კრისტალების მღვიმე მექსიკაში

ფოტო: acgmaterials.com

კრისტალების მღვიმე მექსიკაში

ფოტო: acgmaterials.com

კრისტალების მღვიმე მექსიკაში

ფოტო: Alexander Van Driessche

კომენტარები

ბოლო ამბები