Thumbnail

ნახეთ: დისნეის პარკში თეთრი მარტორქა დაიბადა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კომპანია Walt Disney-ის ზოოლოგიურ თემატურ პარკში, რომელსაც "ცხოველთა სამეფოს" უწოდებენ, უიშვიათესი თეთრი მარტორქა დაიბადა. გადაშენების პირას მყოფი სახეობის წარმომადგენელი მამრი ძუძუმწოვარი, რომლისთვისაც სახელი ჯერჯერობით არ შეურჩევიათ, ახლა დედასთან ერთად იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

კენიაში მობინადრე ჩვილი შავი მარტორქა

ეს აღნიშნულ პარკში მარტორქის დაბადების უკვე მე-11 შემთხვევაა. მათ შორის პირველი სწორედ ზემოხსენებული ჩვილის დედა, კენდი იყო, რომელიც იქ 1999 წლიდან მოყოლებული ბინადრობს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ მამრთან ზოოლოგიური პარკებისა და აკვარიუმების ამერიკული ასოციაციის პროექტის ფარგლებში შეაჯვარეს, რომელიც მიზნად გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენას ისახავს. მათი ნაშიერი ქვეყანას 16-თვიანი მუცლად ყოფნის შემდეგ, 25 ოქტომბერს, 68 კილოგრამი წონის მოევლინა. ახლა ის დედისა და მზრუნველი მომვლელების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.

ახალდაბადებული თეთრი მარტორქა

ფოტო: Walt Disney World Resort

ახალდაბადებული თეთრი მარტორქა

ფოტო: Walt Disney World Resort

ახალდაბადებული თეთრი მარტორქა

ფოტო: Walt Disney World Resort

ცნობილია, რომ მარტორქები სოციალურობითა და აქტიურობით გამოირჩევიან, თუმცა ახალდაბადებულ ძუძუმწოვარს რამდენიმე კვირის განმავლობაში დედის გვერდით მოუწევს ყოფნა. პარკის თანამშრომელთა განცხადებით, ჩვილი ცნობისმოყვარეა, უყვარს შუადღის ძილი და მშობელთან თამაში. უახლოეს მომავალში ცხოველი თავისი სახეობის სხვა წარმომადგენლებს შეუერთდება და მისი მონახულება უკვე ვიზიტორებსაც შეეძლებათ.

კაბინის ტყეში მობინადრე ერთადერთი შავი პანტერა

თეთრი მარტორქა, სპილოს შემდეგ, დედამიწაზე მობინადრე ყველაზე დიდი ცხოველია. მათი გავრცელების არეალი ძირითადად აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუქჩითა და ბალახით დაფარული ადგილებია. ამ სახეობისთვის მთავარ საფრთხეს ბრაკონიერები წარმოადგენენ, რომელთა გამოც აღნიშნულ ძუძუმწოვართა პოპულაციის საერთო რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ამჟამად მხოლოდ 18 ათას ინდივიდს აერთიანებს. რაც შეეხება დისნეის პარკს, იქ 2021 წელს კიდევ ორი მდედრი მარტორქა იმშობიარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები