Thumbnail

ბოტსვანაში 998-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკაში განლაგებულ კაროვის მაღაროში, რომელიც კანადურ სამრეწველო კორპორაციას Lucara Diamond ეკუთვნის, მეშახტეებმა 998-კარატიანი თეთრი ალმასი აღმოაჩინეს. ეს უკანასკნელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე მოპოვებულ მსგავს მინერალებს შორის სიდიდით პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს.

ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ

Lucara Diamond-ის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ალმასი ბოტსვანაში მდებარე მაღაროს სამხრეთ ნაწილში წარმოებული გათხრებისას მოპოვებული წიაღისეულის პირდაპირი დამუშავების შედეგად აღმოაჩინეს. მინერალს, რომლის ზომაც 67x49x45 მილიმეტრია, ხარისხის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, ზემოხსენებული კორპორაციის პარტნიორი კომპანიის HB Antwerp-ის სპეციალისტებს გადასცემენ, რომლების მას სათანადო ფორმას მისცემენ.

ახალაღმოჩენილი 998-კარატიანი თეთრი ალმასი. ფოტო: Jewellery Compare 

კაროვის მაღაროდან 273, 105, 83, 73, და 69-კარატიან ალმასებთან ერთად, უფრო მასიური ძვირფასი ქვები აქამდეც ამოუღიათ. მხოლოდ მიმდინარე წელს იქ 40-ზე მეტი მინერალი აღმოაჩინეს, რომელთა შორის ორი განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩევა. აქედან ერთ-ერთი ზემოხსენებული 998-კარატიანი ალმასია, მეორე კი მილიონობით აშშ დოლარის ღირებულებისაა და 549 კარატს იწონის. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ახლახან ცნობილმა ფრანგულმა სამოდელო სახლმა, ლუი ვიტონმა შეიძინა.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიქმნება ალმასების წვიმა ნეპტუნსა და ურანზე

Lucara Diamond-ის ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად 1758-კარატიანი და 1109-კარატიანი ალმასები მიიჩნევა. მსოფლიოში უდიდესი ძვირფასი მინერალის წონა კი 3106-კარატს შეადგენს, ის სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე 1905 წელს აღმოაჩინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები