Thumbnail

ნახეთ: BMW-მ მაღალი გამავლობის ელექტრომობილი iX წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ BMW მაღალი გამავლობის ელექტრომობილი iX წარადგინა. მანქანის წარმოება სამხრეთ ბავარიაში მდებარე ქალაქ დინგოლფინგში განლაგებულ ქარხანაში 2021 წელს დაიწყება, მისი გაყიდვა კი 2022 წლიდან იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, სპორტული უნივერსალის შეძენას მსურველები დაახლოებით 70 ათას აშშ დოლარად შეძლებენ.

ნახეთ: General Motors-მა Hummer-ის მარკის ელექტრომობილი წარადგინა

BMW iX ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა საერთო სიმძლავრე 500 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანას 5 წამში 90 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, ელემენტის ერთი დამუხტვით კი, რისთვისაც 11 საათია საჭირო, 483 კილომეტრ მანძილს ფარავს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ელექტრომობილის სიგრძე დაახლოებით 4,9 მეტრი, სიგანე - 2 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1,7 მეტრი იქნება.

BMW-ს ახალი ელექტრომობილი iX

ფოტო: BMW

BMW-ს ახალი ელექტრომობილი iX

ფოტო: BMW

BMW-ს ახალი ელექტრომობილი iX

ფოტო: BMW

BMW-ს ახალი ელექტრომობილი iX

ფოტო: BMW

BMW-ს ახალი ელექტრომობილი iX

ფოტო: BMW

BMW-ს ახალი ელექტრომობილი iX

ფოტო: BMW

ახალ ელექტრომობილს ექვსკუთხა საჭე აქვს, წინა დაფის ზედა მარცხენა ნაწილში კი ეკრანია განლაგებული, რომელიც მართვის პანელის ფუნქციის მქონე 12,3-დუიმიან მონიტორსა და 14,9-დუიმიან დისპლეის აერთიანებს. ამ უკანასკნელით აუდიოსისტემის მართვა, ასევე, სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობაა შესაძლებელი. მათი კონტროლი კი, როგორც ეკრანზე შეხებით, ისე ხმოვანი ბრძანების საშუალებით ხდება.

ნახეთ: გერმანიის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი ტრანსფორმერი ელექტრომობილი

გერმანული ავტომწარმოებელი სხვა ელექტრომობილების შექმნაზეც მუშაობს. მიმდინარე წელს კომპანიამ iX3-ის წარმოება დაიწყო, რომელიც მისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, საწვავზე მომუშავე X3-ის ანალოგია. უახლოეს მომავალში კი მომხმარებლები BMW-ს მარკის კიდევ რამდენიმე მოთხოვნადი ავტომობილის ელექტრული ვერსიის შეძენას შეძლებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები