Thumbnail

რუსი და ჩრდ. კორეელი ჰაკერები COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანიებს უტევენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Microsoft საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე დაწესებულებების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული კიბერთავდასხმების შესახებ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიებისგან მონაცემების მოპარვას რუსი და ჩრდილოეთკორეელი ჰაკერები ცდილობენ.

რუსი ჰაკერები COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებს უტევენ

კიბერდამნაშავეთა დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებაა, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. მათ კანადაში, საფრანგეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ შვიდ წამყვან ორგანიზაციას შეუტიეს, რომლებიც ვაქცინის კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზე არიან. ჰაკერებმა ამისთვის ისეთი მეთოდები გამოიყენეს, როგორიცაა პაროლის გატეხვა, ყალბი იმეილის გაგზავნა და სხვა, თუმცა Microsoft-ის პროდუქტებში ჩაშენებული, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პროგრამების მეშვეობით, ამ მცდელობების უმეტესობა დროულად გამომჟღავნდა.

Microsoft-ის ვიცე პრეზიდენტი მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ნდობის საკითხებში, ტომ ბარტი. ფოტო: Bloomberg

"ამ ეტაპზე ორი გლობალური პრობლემა არსებობს - COVID-19 და სოციუმისთვის ზიანის მისაყენებლად ინტერნეტის გამოყენების ტენდენცია. შემაშფოთებელია, რომ ეს ორი გამოწვევა გაერთიანდა იმდენად, რამდენადაც კიბერთავდასხმები ჯანდაცვის სფეროში მომუშავე, პანდემიასთან მებრძოლი ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. მსგავსი შეტევები მიუღებლად მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ისინი ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა დაგმოს", - განაცხადა Microsoft-ის ვიცე პრეზიდენტმა მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ნდობის საკითხებში, ტომ ბარტმა.

ჰაკერებმა Twitter-ის მომხმარებლებს 100 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს

აღსანიშნავია, რომ ეს კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე კომპანიებზე კიბერთავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მსგავსი ბრალდება სხვადახვა ქვეყნის უსაფრთოების სამსახურებმა ჩინელ, ირანელ და რუს ჰაკერებს ადრეც წაუყენეს. აქედან გამომდინარე, Microsoft-ის წარმომადგენლები სახელმწიფოებს და ფარმაცევტულ კომპანიებს თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები