Thumbnail

ნახეთ: აშშ-მ რაკეტა Atlas V-ით დედამიწის ორბიტაზე საიდუმლო სატელიტი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტომ ავიაკოსმოსური და თავდაცვითი ტექნოლოგიების მწარმოებელი უმსხვილესი კორპორაციის Lockheed Martin მიერ შექმნილი რაკეტით Atlas V, მისიის NROL-101 ფარგლებში, დედამიწის ორბიტაზე საიდუმლო სატელიტი გაუშვა.

კომპანია SpaceX პენტაგონისთვის ხელოვნურ თანამგზავრებს დაამზადებს

63 მეტრი სიგრძის კოსმოსური აპარატი ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და ზონდი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაიყვანა. სატელიტი დედამიწის გარშემო, სავარაუდოდ, ისე იმოძრავებს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე რეგულარული დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეს და ოპტიკური გამოსახულებებისა თუ სარადარო მონაცემების სახით მოპოვებულ ინფორმაციას სადაზვერვო სამსახურს მიაწვდის.

 

აღსანიშნავია, რომ რაკეტის გაშვება ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ამას სხვადასხვა ტექნიკურმა ხარვეზმა და ამინდის გაუარესებამ შეუშალა ხელი. უშედეგო მცდელობების შემდეგ, Atlas V-მა ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი საბოლოოდ 13 ნოემბერს გაიყვანა. ეს მისთვის მე-17, აშშ-ის სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოსთვის კი 29-ე მსგავსი მისია იყო. ზემოხსენებულმა კოსმოსურმა აპარატმა 2002 წლიდან დღემდე სულ 86 ფრენა განახორციელა.

ნახეთ: აშშ-მ დედამიწის ორბიტაზე 4 საიდუმლო სატელიტი გაუშვა

Atlas V-ის ბოლო გაშვება კომპანიამ United Launch Alliance უზრუნველყო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან, NASA-სთან და არაერთ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ის საიდუმლო მისიას უახლოეს მომავალშიც განახორციელებს, რომლის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე სატელიტებს რაკეტა Delta IV Heavy გაიყვანს.

კომენტარები

ბოლო ამბები