Thumbnail

ნახეთ: Lamborghini-მ ახალი ავტომობილი Huracan STO წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Lamborghini ახალი მოდელი Huracan STO წარადგინა, რომელიც პოპულარული სარბოლო მანქანის, Super Trofeo-ს ანალოგია. მის ბაზარზე გამოჩენას მომხმარებლები რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდნენ.

ნახეთ: BMW-მ მაღალი გამავლობის ელექტრომობილი IX წარადგინა

Lamborghini-ს ახალი ავტომობილი 5,2-ლიტრიანი, 10-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 630 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანას 3 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს შეადგენს. Huracan STO-ს იტალიური კომპანია Brembo-ს მიერ შექმნილი სამუხრუჭე სისტემა აქვს, რომლის დახმარებითაც 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრული შეჩერებისთვის 30 მეტრი მანძილია საჭირო.

Lamborghini Huracan STO

ფოტო: Lamborghini

Lamborghini Huracan STO

ფოტო: Lamborghini

Lamborghini Huracan STO

ფოტო: Lamborghini

Lamborghini Huracan STO

ფოტო: Lamborghini

Lamborghini Huracan STO

ფოტო: Lamborghini

მანქანა მაგნიუმის 20-დუიმიანი დისკებითა და იაპონური კორპორაცია Bridgestone-ის მიერ წარმოებული საბურავებითაა აღჭურვილი. Huracan STO-ს მართვის სამი რეჟიმი აქვს, რომელთა გააქტიურებაც საჭეზე არსებული სპეციალური ღილაკითაა შესაძლებელი. ავტომობილის კორპუსი ცისფერსა და ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი, სალონში კი ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებული სავარძლებია მოთავსებული.

ნახეთ: Segway-მ Lamborghini-სთან თანამშრომლობით ელექტროკარტი გამოუშვა

Lamborghini-ს წარმომადგენლების განცხადებით, ავტომობილის გაყიდვა 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, Huracan STO-ს შეძენას მსურველები დაახლოებით 328 ათას აშშ დოლარად შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები