Thumbnail

ტაილანდში ამოღებული 11.5 ტონა კეტამინი საკვები დანამატი აღმოჩნდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ტაილანდში მდებარე ჩაჩენგსაუს პროვინციაში განლაგებული ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველთა მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში ამოღებული 1 მილიარდ დოლარამდე ღირებულების 11.5 ტონა კეტამინი სინამდვილეში საკვები დანამატი აღმოჩნდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, სამსაკ სეპსატინმა გაავრცელა.

კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი ზედმეტი წონის გამო ჩამოვარდა

ტაილანდის ნარკოტიკების კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი ფხვნილით სავსე 475 ტომარას მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც შეიტყვეს, რომ საერთაშორისო ნარკოდაჯგუფება ტაივანსა და სხვა ქვეყნებში საანესთეზიო პრეპარატ კეტამინის კონტრაბანდას გეგმავდა. ერთ-ერთ საწყობში რეიდისას აღმოჩენილი რამდენიმე ტონა საეჭვო ნივთიერების წარმომავლობის დასადგენად სპეციალისტებმა ადგილიდან აღებული ნიმუშების ტესტირება გადაწყვიტეს, რა დროსაც საცდელი სითხე იისფრად შეიფერა. ეს კი მაშინ ხდება, როცა საქმე ნამდვილად ნარკოტიკთან გვაქვს.

ტაილანდში აღმოჩენილი ნატრიუმის ფოსფატით სავსე ტომრები

ფოტო: EPA

ტაილანდში აღმოჩენილი ნატრიუმის ფოსფატით სავსე ტომრები

ფოტო: EPA

ტაილანდში აღმოჩენილი ნატრიუმის ფოსფატით სავსე ტომრები

ფოტო: EPA

ამის მიუხედავად, ლაბორატორიაში ჩატარებულმა უფრო ღრმა კვლევამ განსხვავებული შედეგი აჩვენა, რომლის მიხედვითაც ტომრებში არა კეტამინი, არამედ ნატრიუმის ფოსფატი იყო მოთავსებული - ნაერთი, რომელსაც საკვებ დანამატებსა და ლაქების ამომყვან საშუალებებში ვხვდებით. საქმე იმაშია, რომ ტესტირებისთვის განკუთვნილი სითხის გაიისფრება არა მხოლოდ კეტამინს, არამედ აღნიშნულ არაორგანულ ნივთიერებასაც შეუძლია, რამაც სამართალდამცველები შეცდომაში შეიყვანა. სწორედ ამიტომ, ტაილანდის იუსტიციის მინისტრმა მომხდარს ტექნიკური უზუსტობით გამოწვეული გაუგებრობა უწოდა.

შავ ბაზარზე COVID-19-ის ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხები იყიდება

ამ დროისთვის სულ 66 ტომარა ფხვნილია შესწავლილი, რომელთაგან კეტამინი არცერთში აღმოუჩენიათ. დარჩენილი ნაწილის გამოკვლევა უკვე მიმდინარეობს, რაშიც ექსპერტი კრიმინალისტები და მედიკოსებიც არიან ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიებაც იმის გასარკვევად, თუ რა მიზნით ინახებოდა საწყობში დიდი ოდენობით ნატრიუმის ფოსფატი.

კომენტარები

ბოლო ამბები