Thumbnail

Amazon-მა თანამშრომლებისთვის პრემიების გასაცემად 500 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

უმსხვილესმა ონლაინ მაღაზიამ Amazon ამერიკის შეერთებულ შტატებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის საშობაო პრემიების გასაცემად 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოჰყო. აღნიშნული ინიციატივის შესახებ განცხადება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროვა.

► ჯეფ ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 10 მილიარდი დოლარი გამოჰყო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Amazon-ში დასაქმებული პირები, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე დროის პერიოდში სრული განაკვეთით მუშაობა მოუწევთ, საახალწლოდერთჯერადი პრემიის სახით 300 აშშ დოლარს მიიღებენ. ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს კი კომპანია ხელფასთან ერთად დამატებით 150 აშშ დოლარს დაურიცხავს.

აშშ-ის ალაბამის შტატში მდებარე Amazon-ის საწყობი. ფოტო: Amazon

Amazon-მა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაწეული სამუშაოსთვი საკუთარი თანამშრომლები ივნისის თვეშიც წაახალისა. პერსონალისთვის გასაცემი პრემიებისთვის მაშინაც 500 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. მხოლოდ მიმდინარე კვარტალში კი ბონუსებში 750 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. საერთო ჯამში ჯეფ ბეზოსის კომპანიის მიერ მიმდინარე წელს გაცემული პრემიების თანხამ, ახალი ინიციატივის განთვალისწინებით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

► ნახეთ: Amazon-მა შეკვეთების დრონით მიწოდების ნებართვა მიიღო

2020 წლის განმავლობაში საკუთარი თანამშრომლები ბონუსებით Amazon-ის გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიამ დაასაჩუქრა. ჰიპერმარკეტების ქსელმა Walmart პერსონალისთვის პრემიების გასაცემად ჯამში 1 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. მხოლოდ აგვისტოს თვეში ამისთვის 428 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. Walmart-ისა და Amazon-ის მსგავსად, მიმდინარე წელს თანამშრომელთა წასახალისებლად 1 მილიარდი აშშ დოლარი კიდევ ერთმა კომპანიამ Home Depot გამოჰყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები