პოლარული ციალი, იგივე ავრორა ბორეალისი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მზის ქარის დროს გამოტყორცნილი ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. მომწვანო, მოვარდისფრო, იისფერი და ნარინჯისფერი სხივების ცაზე ხილვა სექტემბრიდან აპრილამდე ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მარტიდან სექტემბრამდე კი სამხრეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ბუნიობის დროს, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე დროის პერიოდშია შესაძლებელი. მის სანახავად და ფირზე აღსაბეჭდად ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალურ სარტყელში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს.
► ნახეთ: ამინდის ამსახველი ფოტოსურათების კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები
სწორედ ამ საოცარი მოვლენის ამსახველი სურათების კონკურსი ტარდება ესპანელი ხელოვანის, დენ ზაფრას მიერ 2017 წელს შექმნილი, მოგზაურობისა და ფოტოგრაფიისადმი მიძღვნილი ბლოგის Capture the Atlas ორგანიზებით. მისი მიზანი პოლარული ციალის შთამბეჭდავი კადრებისა და მათი ავტორების აღმოჩენაა, რომელთა ნამუშევრებიც ფართო საზოგადოებისთვის საჩვენებლად ამავე ვებგვერდზე ქვეყნდება.
2020 წლის კოლექციისთვის კონკურსში მონაწილე 18 ქვეყნის წარმომადგენელი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 25 საუკეთესო სურათი შეირჩა. ჩვენს გალერეაში მათ დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ:
კომენტარები