Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა ორბიტაზე სამაუწყებლო კომპანიის Sirius XM სატელიტი გაიყვანა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Maxar Technologies მიერ ამერიკული სამაუწყებლო კორპორაციისთვის Sirius XM დამზადებული ახალი თაობის ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა. სატელიტი აშშ-ში, კანადასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მცხოვრები აბონენტებისთვის მუსიკალური, სპორტული, საინფორმაციო თუ სხვა აუდიოსერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.

ნახეთ: SpaceX-ის რაკეტის მე-100 წარმატებულ გაშვებას კომპანიამ ვიდეო მიუძღვნა

ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან აფრინდა და 7 ათასი კილოგრამი წონის მქონე ხელოვნური თანამგზავრი SXM-7 ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაიყვანა. აპარატის პირველი, მრავალჯერადი გამოყენების საფეხური, რომელსაც უკვე შვიდ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, გაშვებიდან დაახლოებით 9 წუთში ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე დაბრუნდა. ეს SpaceX-ის მიერ მიმდინარე წელს შესრულებული 25-ე წარმატებული ფრენაა.

 

მისიის განხორციელება 11 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს მიერ ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელი კორპორაციის United Launch Alliance კუთვნილი რაკეტით Delta IV Heavy დედამიწის ორბიტაზე საიდუმლო სატელიტის NROL-44 გაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ იგეგმებოდა. თუმცა, Falcon 9-ის აფრენამდე 30 წამით ადრე, SpaceX-მა ტექნიკური გამართულობის შემოწმების მიზნით გაშვება შეაჩერა. საბოლოოდ, ფრენა 13 დეკემბერს შედგა.

ნახეთ: აშშ-მ რაკეტით Delta IV Heavy დედამიწის ორბიტაზე საიდუმლო სატელიტი გაუშვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანია ჩვენი პლანეტის ორბიტაზე Sirius XM-ის კიდევ ერთ სატელიტს SXM-8 გაიყვანს, რაც მომდევნო წლისთვის არის დაგეგმილი. SXM-7 თან ერთად ეს უკანასკნელი დედამიწის გარშემო მოძრავ ორ ძველ ხელოვნურ თანამგზავრს ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულის ექსპლუატაციის ვადა 15 წლითაა განსაზღვრული.

კომენტარები

ბოლო ამბები