შობას 160-ზე მეტ, ახალ წელს კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებული ტრადიციების ნაწილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და როგორც წესი, ნაძვის ხის მორთვას, განსაკუთრებული კერძების მომზადებას, ოჯახური წვეულებების გამართვას, საჩუქრების გაცვლასა თუ ფეიერვერკის გასროლას გულისხმობს. ისეთი წეს-ჩვეულებები კი, როგორიცაა ახალი წლის ღამეს მეგობრების სახლებისთვის ჭურჭლის სროლა, საშობაოდ თხის გიგანტური ქანდაკების აღმართვა, ცოცხების საგულდაგულოდ გადამალვა თუ სწრაფი კვების ობიექტში შემწვარი ქათმის ხორცის საჭმელად წასვლა, მხოლოდ ცალკეულ ერებს ახასიათებთ, დანარჩენებისთვის კი უცნაური და ზოგიერთ შემთხვევაში, სახალისოა.
ეს ქვიზი სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში არსებულ განსაკუთრებულ საშობაო თუ საახალწლო ტრადიციებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ვერსიებს და მონიშნეთ, რომელ ქვეყანაშია გავრცელებული ესა თუ ის წეს-ჩვეულება.
შობას გიგანტური კატის ლუკმად ქცევისგან თავის ასარიდებლად ახალი, სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა

ნაძვის ხის სათამაშო ობობებითა და ხელოვნური ქსელებით მორთვა

ახალ წელს ძველი ნივთების ფანჯრებიდან გადაყრა

სანტა კლაუსის ბოროტი თანამგზავრის, კრამპუსის განსახიერება და ადამიანების დაფრთხობა

საშობაოდ თხის გიგანტური ფიგურის აღმართვა

ახალი წლის ღამის წინაპრების საფლავზე გატარება

შობის ღამის მოახლოებისას ცოცხების საგულდაგულოდ გადამალვა

ახალი წლის ღამეს, 12 საათის შესრულებისას, გონგის თითოეულ ჩამოკვრაზე ყურძნის თითო მარცვლის გადაყლაპვა

ახალი წლის მოახლოებისას ცხოველების ფორმაში გამოწყობა და ავი სულების დასაფრთხობად ქუჩებში ცეკვა

საშობაოდ KFC-ის სწრაფი კვების რესტორანში საგანგებოდ მომზადებული ქათმის კერძების საჭმელად წასვლა

ახალი წლის დადგომამადე მეგობრის კარის ზღურბლთან ჭურჭლის დამსხვრევა

ახალი წლის ღამეს გამდნარი ტყვიის წყალში ჩაწვეთებით მომავლის წინასწარმეტყველება

უკეთესადაც შეიძლებოდა!
შემდეგში საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად ენდე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.
კარგი შედეგია!
შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო ბევრ კითხვას გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.
ბრწყინვალე შედეგია!
popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.
კომენტარები