აშშ-ის კოლორადოს შტატში დაფუძნებულმა ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ Maxar Technologies 2020 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი სატელიტური ფოტოსურათები გაავრცელა.
► ნახეთ: 2020 წელს გადაღებული კოსმოსის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოსურათები
კორონავირუსის პანდემია, ეკოლოგიური კატასტროფები, სოციალური მღელვარებები თუ სახელმწიფოთა შორის დაძაბულობა - ნახეთ, როგორ ჩანდა ციდან ის, რამაც გასული 12 თვის განმავლობაში ფართო საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო.
სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
2020 წლის 4 იანვარს გადაღებულ სურათზე ავსტრალიაში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრებია ასახული, რომლებსაც კონტინენტზე მობინადრე 1,25 მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
ირანის ტერიტორიაზე გადაღებულ სატელიტურ სურათზე COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანებისთვის განკუთვნილი საფლავებია ნაჩვენები.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ბზობის დღესასწაულზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის დროს და პანდემიის დაწყებამდე.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
სურათზე ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 და ხომალდი Crew Dragon არის ნაჩვენები, რომლითაც 2020 წლის 30 მაისს დედამიწის ორბიტაზე ამერიკელი ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი გავიდნენ.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
სურათზე პოლიციელების მიერ აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ასფალტზე გაკეთებული წარწერა მოჩანს.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
ირანს ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ავიამზიდის მაკეტი გაჰყავს, რომელსაც მოგვიანებით სასწავლო წვრთნებისას სამიზნედ გამოიყენებს.
სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
სატელიტურ სურათებზე ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის პორტი 2020 წლის 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგაა ნაჩვენები.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
სურათზე საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე განლაგებული ევროპაში უდიდესი ლტოლვილთა ბანაკია ნაჩვენები, რომლის დატოვებაც გაჩენილი ხანძრის გამო ათასამდე ადამიანს მოუხდა.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
2020 წლის 22 ოქტომბერს გადაღებულ სურათზე აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძარია ნაჩვენები.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
სურათი კოლუმბიის კუნძულ პროვიდენსიაზე მე-5 კატეგორიის ქარიშხლის, იოტას მიერ განადგურებულ საცხოვრებელ სახლებს გვიჩვენებს.

სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
სურათზე პუერტო-რიკოში მდებარე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არესიბოს ტელესკოპია ნაჩვენები, რომელიც 2020 წლის 1-ლ დეკემბერს ჩამოინგრა.

კომენტარები