Thumbnail

ნახეთ: ჰავაის კუნძულებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჰავაის არქიპელაგის სიდიდით მესამე კუნძულ ოაჰუზე, ჰონოლულუს ოლქში მდებარე ნანაკულის სანაპიროს მახლობლად ადგილობრივი მაცხოვრებლები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ - მათ ცაში დიდი ზომის ცისფერი, კაშკაშა ობიექტი შენიშნეს, რომელიც ოკეანის მიმართულებით დაეშვა და გაუჩინარდა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა მედიასა და სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ნახეთ: პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო გამოაქვეყნა

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მოსახლეობის ნაწილმა 29 დეკემბერს, საღამოს საათებში დააფიქსირა. მათი განცხადებით, მას წაგრძელებული ფორმა ჰქონდა, საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა და ჰაერში გადაადგილებისას, ისევე, როგორც წყალზე დაშვების დროს ხმას არ გამოსცემდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, რომელმაც უცნაური ფენომენის გადაღება შეძლო, მალევე ცაში მეორე, შედარებით მცირე ზომისა და თეთრი შეფერილობის ნათელი ლაქაც გამოჩნდა. ამ უკანასკნელმა იმავე მიმართულებით დაიწყო სვლა, ახლომდებარე მთას ჩაუარა და გაქრა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მოვლენის შესახებ გადაუდებელი დახმარების სამსახურს არაერთმა მოქალაქემ შეატყობინა. თუმცა, ჰონოლულუს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ობიექტის წარმომავლობაზე ჯერჯერობით არაფერი იციან.

ჰარვარდის პროფესორის განცხადებით, უცხოპლანეტელები 2017 წელს გვეწვივნენ

არსებობს ვარაუდი, რომ კუნძულის მიმდებარედ დაფიქსირებული ცისფერი ნათება, შესაძლოა, იმ არეალში მოძრავ საჰაერო ხომალდს უკავშირდებოდეს. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალურ დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რადარებიდან არცერთი თვითმფრინავი გამქრალა და არც მათი შეყოვნების ან დაკარგვის ფაქტს ჰქონია ადგილი.

კომენტარები

ბოლო ამბები