Thumbnail

ნახეთ: თოვლისა და ყინულის ფესტივალი ჩინეთში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰარბინში თოვლისა და ყინულის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც მთელ მსოფლიოში მსგავს ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ის უკვე 37 წელია ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს შთამბეჭდავი სანახაობის ხილვის საშუალებას აძლევს, იქნება ეს სხვადასხვაფრად განათებული ყინულის ქანდაკებები, კოშკები, სასახლეები თუ თოვლით აგებული ლაბირინთები.

ნახეთ: 2020 წლის პოლარული ციალის ამსახველი საუკეთესო ფოტოსურათები

გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალია, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების სტუმრებს არაერთი თვალწარმტაცი ექსპონატის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. სკულპტურების შესაქმნელად ჯამში 10 ათასი ადამიანის ძალისხმევა გახდა საჭირო, რომლებმაც 180 ათასი კუბური მეტრი ყინული და 150 ათასი კუბური მეტრი თოვლი გამოიყენეს. ჰარბინის თოვლისა და ყინულის საერთაშორისო ფესტივალი ჩინეთში 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ჰარბინის თოვლისა და ყინულის საერთაშორისო ფესტივალი

ფოტო:  Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები